მსხვილი ჰესების გარეშე, როგორიცაა ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა ენერგოსისტემის სტაბილური განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია - გიორგი მარგებაძე
მსხვილი ჰესების გარეშე, როგორიცაა ნამახვანის ჰესების კასკადი, ხუდონის ჰესი და ნენსკრას ჰესი ენერგოსისტემის სტაბილური განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კაშხლიანი ჰესები პიკური მოხმარების პერიოდში მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
„ვიცით, რომ მსხვილი პროექტები როგორიც არის ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა - აკუმულირებადი ჰესები ანუ კაშხლიანი ჰესები, სადაც ხდება წყლის აკუმულირება, რომელიც რეჟიმული თვალსაზრისით ასრულებს ძალიან დიდ როლს და მნიშვნელობას.
ფაქტობრივად ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და როცა გაქვს პიკები, მაშინ რთავ და აბალანსებ შენს მოთხოვნა-მიწოდებას. ამის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია ქარი განავითარო, თუ მზე განავითარო - განახლებად ენერგიებს მათ შორის მცირე ჰიდროელექტროსადგურებიც რამდენი უნდა ააშენო? ჩვენ ვიცით რომ ზამთრის პერიოდში მდინარეებში წყალი იკლებს.
ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის მსგავსი სადგურები, რომ გვქონდეს და სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ამაში ძალიან დიდი. იმიტომ რომ დღეს ნამახვანჰესზე კერძო ინვესტორს რომ უთხრა - პროექტი პოტენციურად გვაქვს და მიდი განავითარე, ვინ შეყოფს ამ გაუგებრობაში თავს, როდესაც რაღაცეები მოხდა. მიტინგებს ვგულისხმობ და მავანი, რომელიც ებრძოდნენ ამ პროექტს? ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს ის ვინც დაძრავს ამ პროექტს, დაიწყებს, დახარჯავს ფულს, მივა რაღაცა ეტაპამდე...
სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია, იმიტომ რომ სხვა ამ ტვირთს ვერ აიღებს საკუთარ თავზე. ფული, რომ გქონდეთ წახვალთ და ნამახვანის ასე ვთქვათ პროექტირებაში, მშენებლობაში შეხვალთ? კაცმა არ იცის იქ რა დაგხვდებათ ხომ? ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს აუცილებლად, მიიყვანოს რაღაცა ეტაპამდე - შეიძლება პირობითად 60% ააშენოს და შემდეგ გავიდეს ან ბოლომდე დაასრულოს და 100%-ით ააშენოს, ექსპლუატაციაში გაუშვას და გავიდეს. რაღაცა წილი დაიტოვოს იმიტომ, რომ მიმაჩნია რომ მსგავს პროექტებში სახელმწიფოსაც თავისი კონტრიბუცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს დარჩენილი“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.
სხვა სიახლეები
იანვარში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა - როგორია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
19.02.2026.10:59
2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 609.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 129.5 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 33.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 649.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (66.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (52.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყირგიზეთი (49.9 მლნ. აშშ დოლარი).