მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7113.3
0.027
flag
AZN 1.5994
0.0056
flag
CNY 38.183
0.0142
flag
EUR 3.1522
0.0115
flag
GBP 3.629
0.0205
flag
KZT 50.52
0.002
flag
TRY 0.0648
0.0002
flag
USD 2.72
0.0095

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შეხახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.0 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.2 პროცენტი). 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 6.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2 პროცენტით.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში. ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

1. უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად;

2. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გვინდა, რომ მომდევნო წლებში ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც ამ მიმართულების გაძლიერებაზეა ორიენტირებული - შოთა ბერეკაშვილი

23.10.2025.15:30

ენერგეტიკის სექტორი სტრატეგიულია და ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც მიმართულია იმისკენ, რომ ეს დარგი ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარდეს.

„ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, სადაც ენერგეტიკა არის მთავარი განმსაზღვრელი ამა თუ იმ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რესურსი აქვს მწვანე ენერგიის გენერირების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს ჰიდრორესურსები, ასევე ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალი. ჩვენთვის აღნიშნული სექტორი სტრატეგიულია და ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი. გვინდა, რომ ამ სექტორის განვითარებას განსაკუთრებული როლი მიენიჭოს მომდევნო წლების განმავლობაში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც სწორედ ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო განვითარებისკენ არის მიმართული,“ – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, სემეკი ენერგეტიკის მიმართულებას უწევს ზედამხედველობას და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

„მინდა სემეკს მივულოცო 28 წლის იუბილე და აღვნიშნო, რომ ის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ეკონომიკის სტაბილურობისთვის, რომელიც ზედამხედველობას უწევს ენერგოსისტემას. დღევანდელ ფორუმზე ვისაუბრეთ იმაზე, რა როლი უნდა მიენიჭოს სისტემის მოდერნიზაციას, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ენერგეტიკული სექტორი ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებაზე, რაც სისტემის ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა