მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

მოსალოდნელია, რომ დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზრდება და დამოკიდებულება იმპორტზე შემცირდება ნულამდე - ინგა ფხალაძე ენერგეტიკული განვითარების ათწლიან სტრატეგიაზე

news image

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისა და ენერგეტიკულ ბაზარზე ქვეყნის როლის გაზრდის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკული განვითარების ათწლიანი სტრატეგია შეიმუშავა.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა, დოკუმენტის მიხედვით, 2036 წლისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს ენერგოსისტემაში დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზრდება, რაც ქვეყანას თითქმის ნულოვან იმპორტზე გადასვლისა და ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

„შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ, რას გულისხმობს სტრატეგია, ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია. ჩვენ გასული თვეების განმავლობაში დავამუშავეთ ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გახლავთ ათწლიანი გეგმა, რომელიც ფარავს დარგის ყველა მიმართულებას და შესაბამისად, ორიენტირებული არის იმაზე, რომ იყოს ენერგეტიკული განვითარება ათი წლის განმავლობაში ისეთი, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას, რასაკვირველია, წაადგება.

მთავარი მიზანი სტრატეგიის გახლავთ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით ჩვენი დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები 2036 წლისთვის ჩვენი გაანგარიშებით უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ქვეყანა თითქმის ნული იმპორტის საჭიროებას განიცდიდეს და შესაბამისად, იყოს თვითკმარი. აქ მოსალოდნელი არის, რომ დადგმული სიმძლავრე ორნახევარჯერ გაიზრდება და მიაღწევს 11 500 მეგავატს, გაიზრდება როგორც ექსპორტის, ისე ტრანზიტის პოტენციალი და დამოკიდებულება იმპორტზე შემცირდება ნულამდე. პარალელურ რეჟიმში აუცილებელია და გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც გახლავთ განაწილების ინფრასტრუქტურა - ეს არის გადამცემი ხაზების, ქვეყნის შიდა გადამცემი ხაზების მოწესრიგება, გაფართოება, გარემონტება და რასაკვირველია, მეზობელ ქვეყნებთან ამ ახალი დაკავშირებადობის კუთხით ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა. ამ მიმართულებით ერთი პროექტი - ეს გახლავთ შავი ზღვის კაბელი და მეორე გახლავთ მწვანე ენერგიის დერეფანი, რომელთა განვითარების და განხორციელების შემთხვევაში საქართველო ენერგეტიკულ, მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე ახალ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში - ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის l შოთა ბერეკაშვილი

03.04.2026.13:29

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.

ბერეკაშვილის თქმით, საქართველოში წამლების რეფერენტული ფასების სისტემა უზრუნველყოფს, რომ ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით არ იყოს უფრო მაღალი.

კომისიის თავმჯდომარის შეფასებითვე, გაჟღერებული აზრი, რომ რეფერენტული ფასების პირობებში წამლები შეიძლება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძვირი იყოს, არასწორია და სპეკულაციას უწოდებს.

„გასაგები რომ იყოს, მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და მე ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა