მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

მონეტარული პოლიტიკის შემცირების საკითხში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლოგიკურია - სოსო ბერიკაშვილი

news image

მოლოდინმა გაამართლა, სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას ველოდი, რაც დღეს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მიიღო, - ასე შეაფასა ქვეყნის მთავარი ბანკის  გადაწყვეტილება ანალიტიკოსმა სოსო ბერიკაშვილმა. როგორც მან Business Insider Georgia - თან აღნიშნა, სებ-ის ნაბიჯი იმ პროცესების ადეკვატურია, რაც ხდება ეკონომიკაში.

,,მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლება მოხდა და ასეც ველოდი. მართალია, დიდი შემცირება არ არის, მაგრამ  ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. 0,25%-ზე  მეტად რომ შეემცირებინა, სებ-ის მხრიდან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ  ლოგიკა ნამდვილად არის ამ გადაწყვეტილებაში. ინფლაცია შესუსტებულია და მასთან დაკავშირებული მოლოდინებიც არ არის ისეთი, როგორიც წინა პერიოდში იყო. აქედან გამომდინარე, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ეს მკვეთრი ნაბიჯებით ვერ მოხერხდება. ამიტომ ვთვლი, რომ სებ-ი თავის გადაწყვეტილებაში სწორია. მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯი გადაიდგა“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლების ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებელს მიაღწევს, პროგნოზისგან თავს იკავებს.

,,რთულია ზუსტი რიცხვის წინასწარმეტყველება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის წინასწარ განსაზღვრა სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შენარჩუნდეს ან პირიქით, შეიცვალოს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონკრეტულ პერიოდში იმ რეალობის გათვალისწინებით მიიღება, რის შესაძლებლობასაც სებ-ი დაინახავს. დღევანდელი მონაცემიდან გამომდინარე, შემცირება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ეკონომიკაში ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაც ხშირად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დრო გვაჩვენებს“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტითშემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სტატისტიკა

03.10.2025.11:22

 

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში  2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ატამი - 184,54%
  • ლიმონი - 181,91%
  • ქლიავი - 179,06%
  • მსხალი - 161,12%
  • მწვანე ლობიო - 155,16%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • პომიდორი - 16,99%
  • ბრინჯი - 10,42%
  • ქიშმიში - 8,01%
  • ხახვი - 7,65%
  • სიმინდის ფქვილი - 4,66%

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა