მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი გაიზარდა - ბექა დოჭვირი

news image

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, გაიზარდა ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად მანამდე არსებული 50 000 ლარისა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განხილვის კომისია 2024 წლიდან აქტიურად იხილავს საჩივრებს. მომხმარებლებს შეუძლიათ საჩივარი შეიტანონ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ. 2024-2025 წლებში 151 საჩივრით მოგვმართეს, საიდანაც 138 საჩივარი უკვე განხილულია და დასრულებულია.შედეგად, მომხმარებლების სასარგებლოდ გადახდილია 400 ათასი ლარი. აღნიშნული ცვლილებები სწორედ მომხმარებლისკენაა მიმართული და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებელთა უფლებების განმტკიცებისაკენ იმ თვალსაზრისით, რომ გაიზარდა დავის საგნის ღირებულების ზღვარი“, - აღნიშნა ბექა დოჭვირმა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მომართვიანობასაც გაზრდის და მომხმარებლის უფლებების დაცვის უფრო ეფექტიანი საშუალება იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი

16.01.2026.17:20

„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, -  აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა