მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში ₾300 მილიონზე მეტი - დავით ნარმანია

news image

მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ელექტროენერგეტიკის სექტორში, 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში - 300 მლნ ლარზე მეტი, -  ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში სემეკის თავმჯდომარის გარდა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი,  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

„შევაჯამეთ 2025 წელი, მთავარი ენერგეტიკული მოვლენები, ის სიახლეები, რომლებიც გვაქვს ენერგეტიკის სექტორში. მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელმა კომისიამ უპრეცედენტოდ მაღალი ოდენობის ინვესტიციები შეითანხმა - ჯამში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება ელექტროენერგეტიკის სექტორში. 300 მლნ ლარზე მეტი განხორციელდება ბუნებრივი გაზის სექტორში და ეს ყველაფერი მოემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო უწყვეტად, კიდევ უფრო ხარისხიანად მიეწოდოს ენერგია ჩვენს თანამოქალაქეებს, კომერციულ სექტორს. გარდა ამისა, ეს საინვესტიციო პროექტები და ინვესტიციის მოცულობა შეფასებულია და შერჩეულია ისეთნაირად, რომ ამან ტარიფებზე არსებითი გავლენა არ მოახდინოს და ჩვენი მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც არის სწორი ბალანსის დაცვა მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის, უზრუნველყოფილი იყოს. ერთის მხრივ, უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა სექტორში, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი არ უნდა დააწვეს ზედმეტ ტვირთად მომხმარებლებს და სექტორი უნდა გაჯანსაღდეს, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა - ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის | პრემიერი

17.12.2025.01:55

2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამ ცვლილებებმა სერიოზული შედეგები მოგვცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“. 

პრემიერის თქმით, 2025 წლის მთავარი მიღწევა იყო მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით ხელისუფლებამ უზრუნველყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან.

„2025 წლის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით უზრუნველვყავით იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან. მშვიდობის გარეშე არც ერთი ეს შედეგი არ იქნებოდა. ასევე, 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება.

მთავრობაში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს განსაკუთრებით შეეხო ჩვენს ეკონომიკურ და სამართალდამცავ გუნდს. სამართალდამცავი მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გვაქვს უპრეცედენტო შედეგები.

რა თქმა უნდა, ეს არის სამართალდამცავი ბლოკის დამსახურება და იმ ახალი სახეების დამსახურება, რომელიც ჩვენს გუნდში არიან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი. მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა და ამან მოგვიტანა კონკრეტული შედეგები. ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა. ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრად უფრო მეტი წარმატებით ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, 2025 წელი იყო ძალიან პრინციპული, სისტემის გადაწყობის თვალსაზრისით, და ამ ყველაფრის შედეგებს, საზოგადოება ხელშესახებად იგრძნობს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა