მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

მომავალი წლიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება მოუწევთ - კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

news image

პარლამენტში „შრომითი მიგრაციის შესახებ“კანონში შესატანი ცვლლებების განხილვა იწყება. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვასა და მისი აღსრულებისთვის საჭირომექანიზმებს, ასევე, შესაბამის პასუხისმგებლობის ნორმებს.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად:

შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი;

შემუშავდება აღნიშული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები;

დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება);

შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები;

გაიზარდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე;

დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეოსაქმიანობას;

საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები.

კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედებას, ვინაიდან ახალი რეგულაციების იმპლემენტაციისათვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ სათანადო დრო. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტში რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვონ სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწას ცვლილებებით დადგენილი ნორმების აღსრულებისთვის, რაც გულისხმობს სამინისტროს მიერ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემას. აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდება სამინისტროს არსებული საკადრო და ფინანსური რესურსის ფარგლებში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია შრომითი მიგრაციის რეგულირებაზე და ამჟამად ახორციელებს შრომითი მიგრანტების რეგისტრაციას და არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. გარდა ამისა, კანონმდებლობის ამოქმედებამდე განხორციელდება შესაბამისი საინფორმაციოკამპანიები, რათა მოხდეს იმ პირთა დროული ინფორმირება, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. აღნიშნული ასევე განხორციელდება სამინისტროს არსებული ასიგნებების ფარგლებში.

2023 წლის 1 სექტემბრიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა და განვითარდა შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ახალი ნორმები და მექანიზმები, რამაც გარკვეულწილად გაამართლა. აღნიშნულზე მეტყველებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არსებული ოფიციალური მონაცემები, მაგალითად, 2015 წლიდან („შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან) 2023 წლამდე (მასში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებამდე), 8 წლის განმავლობაში, ჯამში სამინისტროში შევიდა ინფორმაცია მხოლოდ 3 800 უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების თაობაზე.

ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან (განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლიდან), წელიწადნახევარში, სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 42 000-ზე მეტი შრომითი იმიგრანტი (სისტემაში ყოველდღიურად ემატება საშუალოდ 50-დან 100-მდე საქართველოში დასაქმებული უცხოელი). მიუხედავად, იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილმა ახალმა მექანიზმებმა შექმნა შესაძლებლობა უკეთ დაწყებულიყო საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება და აღრიცხვა, არსებული ზოგადი საიმიგრაციო ტენდენციებისა და სტატისტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახავს საქართველოში დასაქმებული უცხოელების ზუსტრაოდენობას.

ამ პრობლემაზე საუბარი შესაძლებელია ასევე საქსტატის ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებითაც. მაგალითად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე (ეს არის ის მეთოდი რითაც საქსტატი თვლის იმიგრანტებს). მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა, შრომის ბაზარზე სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული. ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად, რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის რეალური სურათის ანალიზი.

ასევე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლისა და დასაქმების რეალური კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში დასაქმებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.

საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირებისა და მართვის უკეთესი მექანიზმების დანერგვის მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფს არალეგალური მიგრაციული ნაკადების შემცირებას, საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევას და ასევე, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვასა და მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმებს, ასევე, შესაბამის პასუხისმგებლობის ნორმებს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების მიზნით სპეციალური ნებართვის სისტემა ან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულსისტემაში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს, მაშინ როცა შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (დასაქმების უფლება) უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს საქართველოში ლეგალურად მუშაობის უფლებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, საქართველოში შემოდის ტურისტული სტატუსით (უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ან ტურისტული ვიზით), რომლებიც შემდგომ ადგილობრივი დამსაქმებლის დახმარებითიწყებენ მუშაობას საქართველოში. ასევე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შემოსული უცხოელების მიმართ, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს - შალვა პაპუაშვილი

17.06.2025.17:09

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

მისი თქმით, დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში.

ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ სამმხრივი ფორმატი: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე განახლდეს. შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე პარლამენტი მზად არის, რომ ეს ფორმატი განახლდეს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე პირველი შეხვედრა თურქეთში შედგეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თურქეთში ვიზიტი, პარლამენტებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებაში დიდ წვლილს შეიტანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა