მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა იგეგმება - სემეკი საკითხზე 29 დეკემბერს იმსჯელებს
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, განაცხადა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, თუმცა ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს.
„მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები 3 თეთრით გვქონდა შემცირებული. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე, დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრისა და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი
16.01.2026.17:20
„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.