მოლოდინი გვაქვს, რომ პროექტების უმეტესობა განხორციელდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შეწყდა, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩნდება - ინგა ფხალაძე ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმების პატიებაზე
ენერგეტიკის სექტორში გაჩერებული საინვესტიციო პროექტების ამოქმედების მიზნით, მთავრობამ 160-მდე კომპანიას დაგროვილი პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პირობითი პატიების შესაძლებლობა მისცა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალი ვადებითა და განახლებული ხელშეკრულებებით პროექტების უმეტესობა უნდა განახლდეს, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციის გაგრძელებას აღარ გეგმავენ, პროექტის შეწყვეტისა და ჯარიმების ჩამოწერის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ბაზარზე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენასაც განაპირობებს.
„მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც. როგორც მოგეხსენებათ, საინვესტიციო პროექტები დარგში მიმდინარეობდა ისეთი ფორმით, რომ რეალურად ათობით პროექტი იყო დაგეგმილი განსახორციელებლად და ვერ ხორციელდებოდა, ვინაიდან ხდებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რის გამოც პროექტების მფლობელებს უგროვდებოდათ ჯარიმები, პირგასამტეხლოები. თუმცა, რომ არ მიმდინარეობდა ამ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, ის დაგეგმილი სიმძლავრეები, რაც ქვეყანას უნდა მიეღო არსებული პროექტების განხორციელებით, ვერ ემატებოდა სისტემას, რამაც ძალიან დიდი, დარტყმა მიაყენა სექტორს, იმიტომ რომ არ შეგვემატა ის სიმძლავრეები, რაც გვჭირდებოდა და რაზედაც შეთანხმებულები ვიყავით.
ეს პირგასამტეხლოები და ჯარიმები ისეთ ნიშნულზე ავიდა, რომ ბევრ კომპანიას უბრალოდ შესაძლებლობაც აღარ ჰქონდა, რომ გაეგრძელებინა პროექტის განხორციელება. ამისათვის მთავრობამ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ახალი ფურცლიდან ურთიერთობების ინიცირება ამ ხალხთან, რაც ნიშნავდა იმას, რომ მთავრობის განკარგულებით შესაძლებლობა მიეცა 160 დარღვევაში მყოფ კომპანიას, რომ ესარგებლა პირობითი პირგასამტეხლოს პატიებით და შესაბამისად, ახალი ვადებით, ახალ ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი, რის შედეგადაც დაიწყება განხორციელება პროექტების. ხოლო იმ ორგანიზაციებს და იმ კომპანიებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ არ გააგრძელონ პროექტის განხორციელება, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მოითხოვონ ჯარიმის პატიება, ყველაფერი ჩამოეწერებათ და პროექტიც შეწყდება. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უმეტესობა პროექტების გააგრძელებს ფუნქციონირებას და განხორციელდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შეწყდა პროექტი, აქ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩნდება სხვებისთვის, ან შეიძლება ისევ იგივე კომპანიისათვის“, - განმარტავს ინგა ფხალაძე.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
01.04.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1318 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6994 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6994 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7015 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1318 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0967 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0351
ლარი შეადგინა.