მოლოდინი გვაქვს, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრული მოდელის ამოქმედება წელს არ მოხდება და ისევ შუალედურ მოდელზე დავრჩებით - მარიამ ჩახვაშვილი
1 ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე სრულყოფილი ვაჭრობა უნდა დაიწყოს. თუმცა როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, მათი მოლოდინია, რომ ბირჟაზე ოპერაციები წელს სრულყოფილად არ ამოქმედდება.
„ჩვენ პრინციპში მოლოდინი გვაქვს, რომ სრული მოდელის ამოქმედება წელს არ მოხდება და ისევ შუალედურ მოდელზე დავრჩებით. კომპანიების მზაობა არც ისეთი მაღალია. კითხვები ჯერ კიდევ ბევრი არის, ეჭვს იწვევს. თუნდაც ის რა შეიძლება მოუვიდეს საბითუმო ელექტროენერგიის ფასს, საკმაოდ რთული პროგნოზირებადია. ჩვენც გვაქვს კვლევაში გაანალიზებული ის ფაქტი, რომ თუ გადავედით საათობრივ ვაჭრობაზე და დღით ადრე ბაზარი გახდა ფასის reference price, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ფასის მდგენელები იქნებიან თბოსადგურები, ან ექსპორტის დროს ექსპორტის საშუალო ფასი და ეს მგონია, რომ დღევანდელი მაჩვენებლით შეიძლება დაკლებასაც კი ნიშნავდეს არა თუ გაზრდას.
თუმცა არიან ბაზრის მონაწილეები, რომლებსაც პირიქით ჰგონიათ, რომ ბაზარი როცა გაიხსნება, გაიხსნება ფასიც იმიტომ რომ ზუსტად ესეთი გამოცდილება იყო სხვა ქვეყნებში, როდესაც ბაზარი გაიხსნა. ამიტომ, სხვადასხვანაირი შეხედულებები შეიძლება გვქონდეს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე საბოლოო კანონში რა ჩაიწერება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
14.07.2025.18:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პირველ პირებთან ქვეყნებს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტიდან უმოკლეს ვადაში, „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელი საკითხის განსახილველად თბილისს ეწვია. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძეშ და შპს „მარაბდა-კარწახის" რკინიგზის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში.
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მთავრობას და რკინიგზის წარმომადგენლობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოპერატიული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობების შესახებ დიალოგი უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.