მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
„საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი სახელმწიფოები არიან. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპის გაზრდას, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შავი და კასპიის ზღვებს შორის სტრატეგიული მდებარეობა ჩვენ ქვეყნებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნების მიმდინარე განვითარებაში მნიშვნელოვან მოთამაშეებად აქცევს" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან, რაშად ნაბიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
 
ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც, მინისტრის შეფასებით, ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის,  ტურიზმის სფეროში.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ქვეყნებს შორის მზარდია როგორც საავტომობილო, ისე რკინიგზის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლები. მინისტრებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე, მის მზარდ როლსა და განვითარებაზე, რაშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა. საუბარი შეეხო ასევე TRACECA-ს, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაკავშირებადობის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას  მთელ რეგიონში.
 
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობით, საქართველო წარმატებით მიისწრაფვის საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზრებსა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციისკენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის როლს ტრანზიტისა და ლოგისტიკის გლობალურ ქსელში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
მისივე თქმით, საქართველოში ხორციელდება რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე პროექტი, მათ შორის,  ხაზგასასმელია  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც,  ერთობლივი ძალისხმევით ბოლო წლებში  აქტიურად ხორციელდება და დასკვნით ეტაპზეა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2028-29 წლებში და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ტრანზიტულ-ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმდინარე პროექტს, რაც საქართველოს შესძენს რეგიონული მიზიდულობის ცენტრის ფუნქციას ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით.
 
ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის გაძლიერებაზე  კომუნიკაციების, ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მინისტრებმა იმსჯელეს ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც გულისხმობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას და რეგიონის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურ ასპარეზზე.
 
ბაქოში რაშად ნაბიევთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები: გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე. შეხვედრას ესწრებოდა  საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში არ გვქონდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავდა პატრონის პასუხისმგებლობას შინაური ცხოველის მიმართ - მაია ბითაძე

11.07.2025.18:46

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონთან ​​დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის მიერ ცოტა ხნის უკან დამტკიცდა, მალე ის პრეზიდენტის მიერ იქნება ხელმოწერილი და გამოქვეყნებისთანავე ძალაშიც შევა. 

„რეალურად ჩვენ ქვეყანაში არ გვქონდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავდა პატრონის პასუხისმგებლობას შინაური ცხოველის მიმართ. შესაბამისად მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საქართველოში დღეისათვის, იმ გაანგარიშებებით, რომელიც ჩვენ გაქვს, დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია. არ ვსაუბრობ არაფერს კატებზე, რომელთა რაოდენობა ჩვენ არ ვიცით. ანუ არ ვიცით რამდენია უპატრონო კატა. 

გარდა იმისა, რომ ცხოველებთან მოპყრობის და ცხოველებისადმი მიდგომის არანორმალური მდგომარეობაა თვითონ დაავადებების, მათ შორის ადამიანებზე გადამდები დაავადებების გავრცელების ძალიან დიდი რისკის წინაშე ვართ. კანონპროექტი, რომელიც ახლა დაამტკიცა პარლამენტმა და სულ რამდენიმე დღეში პრეზიდენტიც მოაწერს ხელს, ეტაპობრივი ამოქმედების რამდენიმე ვადა აქვს. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის იანვრიდან, თუმცა მანამდე საქართველოს მთავრობამ უნდა გამოსცეს რამდენიმე აქტი, რომელიც კანონის აღსრულებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტს აქვს გარდამავალი რეგულირებები ისევე როგორც ის ნორმები, რომელმაც საქართველოში მუდმივად უნდა იმუშაოს და აკონტროლოს პატრონი, რომ ძაღლი არ გააგდოს ქუჩაში. კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ფაო), რომელმაც შექმნა ელექტრონული ბაზა, რაც  გამოყენებული იქნება ცხოველთა რეგისტრაციისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან ჩაირთვება ეს ბაზა და  ყველა პატრონი ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი შინაური ცხოველი ამ ბაზაში დაარეგისტრიროს და შესაბამისად დაჩიპოს. ვისაც ცხოველი უკვე დაჩიპული ჰყავს და ბევრია ასეთი და ისინიც ვალდებულები იქნებიან, რომ მივიდნენ და გადაამოწმონ ბაზაში რამდენად წაკითხვადია მათი ჩიპი.

საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება იმის პრევენცია, რომ ქუჩაში გაგდებული ცხოველი, ამ შემთხვევაში ძაღლი და რა თქმა უნდა კატაც იქნება იდენტიფიცირებადი და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით - 5000 ლარის ოდენობით იქნება შემაკავებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ადამიანმა ძაღლი არ გააგდოს და ფიზიკურად თუ აღარ შეუძლია ამ ცხოველის მოვლა კანონის იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩააბაროს თავშესაფარში, რომელიც შემდგომ იზრუნებს ამ ძაღლის და კატის გაჩუქებაზე. 

ამ ბაზის მმართველი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო და ამ ბაზაზე წვდომის და რეგისტრაციის უფლება ექნება ყველა იმ სუბიექტს, სადაც ეს ცხოველი ხვდება. ეს იქნება ვეტერინარული კლინიკა, ცხოველების სარეალიზაციო ობიექტი, სასტუმრო, გრუმინგი თუ ასე შემდეგ. ანუ ის სუბიექტი, სადაც ცხოველი თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ხვდება. შესაბამისად ამ სუბიექტებს ვალდებულება ექნებათ, რომ ბაზაშივე გადაამოწმონ მათთან მოხვედრილი ცხოველი რამდენად არის რეგისტრირებული და თუ რეგისტრირებული არ არის შესაბამისად ვისაც რეგისტრაციის უფლება აქვს, დაარეგისტრიროს და დაჩიპოს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა