მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე - დავით სონღულაშვილი

news image

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და მათგან მიღებული ინფორმაციების შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს იმ პოლიტიკაში, რასაც შემდგომ სამინისტრო ატარებს. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული წარმომადგენლობა დაფარვით მთელს საქართველოს ფარავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გავეცნო თანამშრომლების სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს შექმნილი პირობები იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედაქალაქიდან ახორციელებს იყოს სწორად და შესაბამისად გატარებული და აღსრულებული რეგიონებში, და მეორეს მხრივ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შევხვდეთ ფერმერებს და ყოველთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგანაც ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს და ამაზე გაკეთებული რეაგირებები იყოს ასახული იმ ჩვენს პროგრამებში და პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უფრო მეტი ეფექტი მიიღო და უფრო მეტად ეფექტური იყოს თანამშრომლობა ფერმერებთან და შესაბამისად ეს ასახული იყოს უკვე აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში. ბიზნესთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამები ზუსტად ასეა აწყობილი და მორგებული, რომ იყოს მაქსიმალურად მომსახურებასა და სერვისზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის ასევე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ინვესტირებადი დარგი ბიზნესისთვის, რადგან მსხვილ ბიზნესს ამ შემთხვევაში შემაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ეფექტს იძლევა ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამიტომ ვაწყობთ სისტემას სამინისტროშიც და ეს არის შედეგი რეგიონებში სიარულის, რომ მაქსიმალურად თითოეული საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, არის მნიშვნელოვანი ფერმერისთვის იყოს ადეკვატურად რეაგირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სამინისტრო სოფლის განვითარების სააგენტოს არსებული პროგრამების რეფორმირებაზე მუშაობს - მინისტრი

17.11.2025.15:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ პროგრამების რეფორმაზე მუშაობს, რომელიც თავის მხრივ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას იწყობს ხელს. როგორც  „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განმარტა, ახალი წლიდან პროგრამები მთლიანად შეცვლილი იქნება და უფრო მორგებული იქნება ფერმერების საჭიროებებს. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გვაქვს ეს იმ დარგების სპეციალისტების სიმცირე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ფარავს, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ზუსტად ამიტომ სოფლის განვითარების სააგენტო, რომელიც ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უწყებაა, ფაქტობრივად მიმდინარეობს ახალი დიზაინი პროგრამების, რომლის პრიორიტეტებშიც ერთ-ერთი არის ცოდნასთან ხელმისაწვდომობა, მეორე იქნება აუცილებლად ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა - შესაძლებლობა ექნებათ ფერმერებს, რომ დარგის სპეციალისტები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები ჩამოვიყვანოთ, რათა იყოს შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის დეფიციტური დარგები, რომელიც არსებობს და გვაქვს იყოს მაქსიმალურად დაფარული და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ეს არის ერთ-ერთი დიდი მოთხოვნა რეგიონებთან, რაც ფერმერებიდან წამოვიდა. სწორედ ამ საკითხებზე მუშაობამ გამოიწვია ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ. შესაბამისად ახალი წლიდან ფაქტობრივად მთლიანად შეცვლილი იქნება და მორგებული ჩვენი პროგრამები, როგორც ხელმისაწვდომობის და მომსახურების კუთხით, ასევე შინაარსობრივად თავიდან ბოლომდე მორგებული ფერმერებზე და იმ გამოწვევებზე რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში და გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს, თუმცა ამ შემთხვევაში სააგენტო უფრო სოფლის მეურნეობაზეა მომართული“, - განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სრულად სამინისტროს სისტემის, როგორც ცენტრალური აპარატის, ისე სააგენტოების რეფორმა ხორციელდება.

„ეს ცვლილებები მორგებულია იმაზე, სისტემა იყოს უფრო მეტად ეფექტური, უფრო მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა