მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ - ლაშა ხუციშვილი

news image

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შეფასებისას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე მსოფლიო ბანკის მენეჯმენტთან. ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებთან და ინვესტორებთან, რომლებსაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი, ჩვენი მაღალი ეკონომიკური ზრდისადმი და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისადმი, რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი წინსვლა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია ის მიღწევები, რომელსაც საქართველომ მიაღწია იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომლებმაც რიცხვებში დაადასტურეს თავისი წარმატება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ. ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკი განაგრძობს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და რომელიც ითვალისწინებს 500 მლნ დოლარის დაფინანსებას, აღნიშნული პროგრამები ძალიან აქტიურად გაგრძელდება. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში მეოთხე მუხლის მიმოხილვაზე, სადაც შევაჯამებთ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და ასევე, დავსახავთ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ კორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება - სემეკი

24.04.2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.
დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა