მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ მათგან, რაც შეუქცევადი პროცესია - გოგიტა თოდრაძე საქსტატის საერთაშორისო თანამშრომლობაზე

news image

მოსახლეობის აღწერა, მიგრაციის მეთოდოლოგია და ბიზნეს რეგისტრები, - ეს ის საკითხებია, რომელზეც  „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გაეროს სტატისტიკის კომისიის წლიურ შეხვედრაზ ისაუბრა. როგორც გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, შეხვედრაში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

„გაეროს სტატისტიკის კომისიის შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება, რომელშიც მონაწილეობს 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკის სფეროში უმაღლესი დონის სამთავრობოთაშორისი ფორმატი. განიხილება სტატისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხები და ეს გახლავთ კომისია, რომელიც ამტკიცებს საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს და, რა თქმა უნდა, ქვეყნებსაც აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა სახის განცხადებების გაკეთების შესახებ.

ჩემი გამოსვლები, რამოდენიმე გამოსვლა მქონდა, ძირითადად ეძღვნებოდა ჩვენს მიერ გასული წლის განმავლობაში ჩატარებულ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ასევე სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებას, მათ შორის მიგრაციის მეთოდოლოგიის საკითხებს. მქონდა ასევე გამოსვლა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა გენდერული სტატისტიკა, ბიზნეს სტატისტიკა, ბიზნეს რეგისტრები და ყველა ის საერთაშორისო საკითხი დავფარეთ პრაქტიკულად, რაც ჩვენი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უწყებას აქვს წარმატებული თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფორუმებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებთან. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაფორმდა მემორანდუმები უნგრეთთან.

„ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან კარგი, პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სახის ფორუმებთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებთან და მათ შორის გარკვეულ ნაწილთან ბოლო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გავაფორმეთ და იგეგმება კიდევ მემორანდუმის გაფორმება სხვადასხვა განვითარებული სტატისტიკის სისტემის მქონე ქვეყნებთან.

გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ფინეთის, გერმანიის, იტალიის სტატისტიკის სამსახურებთან, ასევე მოგეხსენებათ უნგრეთთან გავაფორმეთ ნიუ-იორკში ჩემი ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ვგეგმავთ მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უახლოესი პერიოდის განმავლობაში სერბეთთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათთვისაც მნიშვნელოვანია ეს რასაკვირველია და ვისწავლოთ კიდევ მათგან, რაც შეუქცევადი პროცესია და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს“, - განმარტავს გოგიტა თოდრაძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 64% ქალაქში ცხოვრობს - როდის გახდება ცნობილი მოსახლეობის აღწერის საბოლოო მაჩვენებლები

16.03.2026.21:30

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებით საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 3 914 000 შეადგენს, ხოლო ქვეყანაში ურბანიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა და მოსახლეობის დაახლოებით 64% ქალაქებში ცხოვრობს. მისი თქმით, განსაკუთრებით გაიზარდა თბილისის და ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა, ხოლო აღწერის უფრო დეტალური მონაცემები ეტაპობრივად აპრილსა და ივნისში გამოქვეყნდება.

„მოგეხსენებათ ჩვენ 2024 წელს დავასრულეთ მოსახლეობის აღწერა და წინასწარი შედეგები უკვე გასული წლის ივნისში გამოვაქვეყნეთ - 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს მუდმივად საქართველოში. აღწერის შედეგად გამოვლინდა ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ გაზრდილია ქალაქ-დასახლების წილი. ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტი, ანუ თუ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 59 პროცენტი 10 წლის წინ, ანუ რამოდენიმე პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონ 80 ათასიდან 1 მილიონ 330 ათასამდე. ასევე გაზრდილია ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა, რაზეც აისახა ეს ურბანიზაციის მაჩვენებელი, დაახლოებით 153 000 კაცი ცხოვრობდა ბათუმში და ახალი აღწერის შედეგების მიხედვით 235 000-ს აღემატება. უფრო დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაანალიზოთ ასაკობრივი სტრუქტურა და შემდეგ საბოლოო შედეგები, სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ივნისში და ამით დავხურავთ აღწერასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისა გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა