მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, რაც არის ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი გაიზარდა - პრემიერი
ცვლილებები რაც ხორციელდება მათ შორის ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებაზე აისახება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკური ზრდის, დაქირავებულთა დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - ეს არის რეალობა. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, ჩვენი მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროში და შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება მათ შორის ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით, გარწმუნებთ, რომ მომავალ წელს, წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს კიდევ უფრო აისახება ყველა ეს სიახლე ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებაზე და ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. გასული 4 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ და ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია. და შემიძლია დაგპირდეთ, რომ აუცილებლად გვექნება შემდეგი წინსვლა ამ კუთხით“, - აღნიშნა კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყურძნის იმპორტს ახდენს
19.08.2025.17:00
საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა.
საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:
უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;
სომხეთი - 951.1 ტონა;
ირანი - 347.5 ტონა;
თურქეთი - 209.1 ტონა;
ნიდერლანდები - 124.1 ტონა;
საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.