მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რეისების დაყოვნებები მინიმუმამდე დავიყვანეთ - ლევან მოსეშვილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე
ეკონომიკისა და შს სამინისტროს ერთობლივი მუშაობითა და და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში იმ მგზავრების გამო, რომელსაც სახელმწიფოში შესვლის უფლება არ მიეცათ ავიარეისების შეყოვნება აღარ ხდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა ისაუბრა.
„ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი იყო, როდესაც ხდებოდა მგზავრების არ შემოშვება, როდესაც ამის გამო ხდებოდა ფრენების დაგვიანება, დაყოვნება. ეს თავისთავად ჯაჭვური რეაქცია არის. საჰაერო ხომალდი, რომელიც აქედან აგვიანებდა გაფრენას შემდეგ მიმართულებაზე, შემდეგ პუნქტშიც უგვიანდებოდა ჩაფრენა. ავიაცია ისეა მოწყობილი, რომ ჯაჭვური რეაქცია არის. თუ დააგვიანა შემდეგ პუნქტზე ჩაფრენა, იქიდანაც შემდეგ ფრენაზე უგვიანდებოდა და ეს ყველაფერი ჯაჭვი ირღვეოდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შსს-თან ერთად ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად მივედით იმ დასკვნამდე და გადაწყვეტილებამდე, რომ ეს დაყოვნებები, შეყოვნებები მინიმუმამდე დავიყვანეთ. მგზავრები, რომლებსაც უარი ერქმევათ საქართველოში შემოსვლაზე ეს ციფრიც მინიმუმამდე არის დაყვანილი. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ კმაყოფილების გაზრდაზე, მაქსიმალურად ისეთ გარემოს ვუქმნით ავიაკომპანიებს, რომ მათაც სურვილი ჰქონდეთ რომ ფრენები გააორმაგონ, ფრენები გააოთხმაგონ. კმაყოფილები იყვნენ ჩვენთან. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ყველა პროცესში როგორც ავიაკომპანიებთან, ისე აეროპორტებში, ისე პარტნიორებთან, რომ კარგი ბიზნეს გარემო, კარგი ტურისტული გარემო შევქმნათ. ყველაფერი იყოს აწყობილი ისე, რომ აქ საქართველოში ბიზნესის კეთებასაც ჰქონდეს თავისი ხიბლი, ტურისტის ჩამოსვლასაც ჰქონდეს თავისი ხიბლი და ჩვენ მუდმივად მზად ვართ, რომ ეს სერვისები სრულად ერთ პაკეტად შევთავაზოთ საქართველოს სტუმრებს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
30.05.2025.17:25
5 წელიწადში სებ-ს ახალი სათაო ოფისი უნდა ჰქონდეს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, შეძენილ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა და როდესაც ის დასრულდება დაიწყება მისი პროექტირების ეტაპი.
„დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა - მთავრობისგან შევიძინეთ მიწის ნაკვეთი თავისი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობით. ამ წუთში მიმდინარეობს ექსპერტიზა იქ არსებული შენობა-ნაგებობის, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა მერე ჩვენ გადავალთ უკვე პროექტირების ეტაპზე. პრივატიზაციის პროცესში ჩვენ 5 წლიანი ვადით გვაქვს საინვესტიციო პირობით აღებული და ვფიქრობთ, რომ ჩავეტევით ამ ვადაში“, - აღნიშნა თურნავამ.