მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ვერ შეიძენდა ბინას, უტრირებულია - საშუალო საბაზრო ფასი $2 000, რაც უკვე დაანონსებული აქვს Eagle Hills-ს, ხელმისაწვდომია ქართველებისთვისაც | მაჭავარიანი
ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას.
მაჭავარიანის განცხადებით, მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით უტრირებულია, რამდენადაც ბინის საშუალო საბაზრო ღირებულება 2 000 $, რაც შესაძლებელს ხდის ქართველებისთვისაც ბინის შეძენას, იქედან გამომდინარე, რომ ქართველი დეველოპერებიც ანალოგიურ ფასებში ყიდიან ბინებს.
„ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის. კონკრეტულად, Eagle Hills-თან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, ეს იქნება სიგნალი და ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო და მიბაძავენ Eagle Hills-ს სხვა მსხვილი კომპანიებიც, ხოლო, რაც შეეხება მითებს არაბიზაციასთანდაკავშირებით, რომ თითქოს ისეთი ფასი იქნებოდა უშუალოდ ბინაზე, რომ ქართველი ვერ შეიძენდა და მხოლოდ არაბები მოახერხებდნენ შეძენას, ესეც ყველაფერი უტრირებულია. ჩვეულებრივი, საშუალო საბაზრო ფასი 2 000 $, რაც უკვე დაანონსებული აქვს Eagle Hills-ს დაიწყო გაყიდვები და რა თქმა უნდა, ეს ხელმისაწვდომი არის ქართველი ბინის მყიდველებისთვისაც, ვინაიდან ანალოგიურ ფასებში იყიდება ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სხვა სიახლეები
სხვადასხვა სექტორში [ფასების შემცირება/რეგულირება] წარმატებით განხორციელდა, ვფიქრობ გამონაკლისი არც სამომხმარებლო პროდუქტების სივრცე იქნება, სადაც ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - ჯანდაცვის მინისტრი
06.01.2026.21:24
სურსათის ფასებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. კომისიის შემადგენლობა უკვე დამტკიცდა, მას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები არიან ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.
სურსათის ფასებზე კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტშიც შეიქმნება.
"ის, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ უფრო ლმობიერი უნდა იყოს ბიზნესის დამოკიდებულებაც მოსახლეობის მიმართ. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, აქვს ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ბიზნესსაც. მოსახლეობის ინტერესის დაცვა იმისთვის, რომ კონკურენცია უზრუნველყოფდეს მაქსიმალურად ეფექტიან პირობებს მოსახლეობისთვის, შევეცდებით, რომ სწორი გადაწყვეტილებები და მმართველობის ფორმა მიეცეს.
სხვადასხვა დროს, მსგავსი რამ სხვადასხვა სექტორში შეიმჩნეოდა, ეს დაწყებული ენერგეტიკით, დამთავრებული ფასწარმოქმნის საკითხებით, ისეთ სფეროში, როგორიც არის მაგალითად, მედიკამენტების ბაზარი. ბუნებრივია, რომ რეფერენტული ფასების პოლიტიკამ გარკვეული სტაბილურობა შესძინა მედიკამენტების ბაზარს. ის კვლავაც მომგებიანია ბიზნესისთვის, თუმცა ნაკლები ტვირთის მატარებელია მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ ასეთი რაციონალური, დაბალანსებული და სამართლიანი მიდგომები იქნება ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომა", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.