მინიმუმ ₾11 მილიარდით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ ₾700 მილიონი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს - პრემიერი „იგლ ჰილსზე“
მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს, რაც ძალიან დიდი თანხებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ისევ მოხმარება ქვეყნის განვითარებას, სოციალური პაკეტის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ.
„თავიდანვე დავინახეთ, რომ იყო სერიოზული შეშფოთება ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შორის, ვგულისხმობ უცხოელებს. კონკრეტულ შეხვედრებზე, ჩვენ გვესმოდა ხოლმე გაკვრით საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით და გაღიზიანება აშკარა იყო კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ეს გაღიზიანება გამოჩნდა და აქედან ძალიან მალევე დაიწყო კოორდინირებული კამპანია ამ ინვესტიციის წინააღმდეგ.
მინდა შეგახსენოთ, რა იქნება ეკონომიკური და ფინანსური შედეგი ამ ინვესტიციის. რაც შეეხება ეკონომიკურ შედეგს, მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია. რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს, რაც ძალიან დიდი თანხებია. ეს ისევ მოხმარდება ქვეყნის განვითარებას, სოციალური პაკეტის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს საზოგადოებას, არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან - პრემიერი
28.12.2025.21:51
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
პრემიერის თქმით, არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან.
„ფასნამატი, რაც წარმოიქმნება, საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე, არის ძალიან მაღალი. საშუალოდ, ეს ფასნამატი არის 86%. ეს ფასნამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა უკვე საჭიროა კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა. მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.
არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი“, - განაცხადა პრემიერმა.