მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული - ნიკოლოზ გაგუა

news image

მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერ გოგა მელიქიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველს.

„ჩვენი აქტივის მართვის სისტემა ეყრდნობა ორ პრინციპს. პირველი, ეს არის აქტივების მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული. ხოლო მეორე – აღნიშნულ პროცესში უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტური ზედამხედველობა. ჩვენ მოწვეული გვყავს საინვესტიციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო დონის მაღალო პროფესიონალები. ამ საქმეში გამორჩეული გამოცდილების ხალხი. დაგროვებითი საპენსიო სისტემა, ეს არის მონაწილის დანაზოგი, მისი საკუთრება და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ეს დაიწყო მიმდინარე თვეს, როცა მონაწილეს პორტფელების არჩევა შეუძლია.

ფრაზა „მიიღეთ აქტიური საინვესტიციო გადაწყვეტილება”, გვინდა, უფრო პოპულარული გავხადოთ. ეს არის მთავარი პრინციპი დაგროვებითი საპენსიო სისტემის და გადაწყვეტილების მიღება იქნება არა გარკვეულ ვადასთან დაკავშირებული, არამედ ადამიანს შეეძლება, შეცვალოს მისი საინვესტიციო გადაწყვეტილება სურვილის მიხედვით“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე თქმით, პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული.

„ზედამხედველობის მიზანია, მოსახლეობის საპენსიო აქტივების და მათი შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა მისაღები რისკების ფარგლებში. ჩვენი მიზანია, სისტემის მონაწილეების საპენსიო ასაკისათვის დაგროვილი თანხების მაქსიმალურად ეფექტური ზრდა“, – განაცხადა გაგუამ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

21.05.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1043 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6750 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6750 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1043 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1034 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა