მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსი გამოაქვეყნა.
საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 63.2% მიიღო და მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.
მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიოში მთავრობების საქმიანობა შეფასდა 4 კრიტერიუმით: საკუთრების უფლების დაცვა; ინვესტიციების მოზიდვა; ლოჯისტიკური კომპეტენცია; სტაბილური ბიზნეს რეგულაციები. საკუთრების უფლების დაცვით საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა; სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით მე-15 პოზიცია დაიკავა.
განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ინვესტიციების მოზიდვით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა და ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ბაზრები აუცილებელია ეკონომიკის აყვავებისა და ერის აღორძინებისათვის. მათ განსავითარებლად მთავრობებს უნდა შეეძლოთ საკუთრების უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა, შიდა და საგარეო ეკონომიკური აქტივობის წახალისება და მხარდაჭერა; ეკონიმიკური ინფრასტრუქტურის განვითარება; მყარი და სტაბილური რეგულაციების შექმნა. მიმზიდველი ბაზრები ქმნის სამუშაო ადგილებს, ინოვაციებს და შესაძლებლობებს“.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.08.2025.18:23
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.
„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.
ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო.
„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია. სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს - დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები - ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.