მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

მიმდინარეობს დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 3 მლნ ტონას გადაამუშავებს - გიორგი ტატიშვილი

news image

საქართველოს წლის განმავლობაში 50 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებს, - ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მოპოვებული ნავთობის გადამუშავება ხდება ადგილზევე. 

„ძირითადად ნავთობისა და გაზის მოპოვება ხდება ძველი საბადოებიდან. ჯამურად წელიწადში ეს არს 50 ათასი ტონა. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად საქართველოში მუშავდება ნედლი ნავთობი, შესაბამისად მისი პროდუქტები როგორიც არის ბენზინი და დიზელი ადგილობრივი წარმოებისაა. ანუ მთლიანად ჩვენი ლიცენზიანტები, გადამამუშავებელი ქარხნები ამას ამუშავებენ. და პარალელურად ახლა მიმდინარეობს დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 3 მლნ ტონას გადაამუშავებს წელიწადში“, - აღნიშნა გოგა ტატიშვილმა.

მისივე თქმით, ახალ ქარხანას მთლიანი მოხმარების დაკმაყოფილება შეუძლია.

„ახალი ქარხნის შემთხვევაში მთლიანად დააკმაყოფილებს და დარჩება ასევე საექსპორტო მოცულობებიც“, - აღნიშნა მან. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით გაიზარდა

13.06.2025.11:29

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 595.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 195.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 600.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა