მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7102.9
0.0106
flag
AZN 1.6031
0.0021
flag
CNY 38.017
0.0071
flag
EUR 3.187
-0.0039
flag
GBP 3.7034
0.0091
flag
KZT 50.66
0.0009
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7263
0.0037

მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება - მინისტრი

news image

უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლის ფილიალები გაიხსნება გლდანში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება. პირველ რიგში ეს არის გლდანში არსებული იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება და მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რომლის მიღება შესაძლებელია ცენტრალურ იუსტიციის სახლში.

რეგიონებში აქტიურად ხორციელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა და წლის ბოლომდე ორი ახალი იუსტიციის სახლი იქნება დასრულებული“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს

14.08.2025.19:00

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 21 991.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 886.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. გასული წლის 6 თვეში ქვეყანამ 2 225.6 ტონა ფისტას იმპორტი განახორციელა. 

საქართველოში იმპორტირებული ფისტას 54%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა. 

TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს:

  • აშშ - 1 569.9 ტონა;
  • თურქეთი - 946.1 ტონა;
  • ირანი - 344.2 ტონა;
  • ჰონ-კონგი - 20.0 ტონა;
  • ტაჯიკეთი - 3.0 ტონა;

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფისტას იმპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ 4 245.7 ტონა ფისტა იყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა