მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება - შოთა ბერეკაშვილი

news image

„ბიზნეს ინსაიდერის“ ორგანიზებით, საბანკო და საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

ეკონომიკურ ფორუმს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, პარლამენტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბანკო და ბიზნეს სექტორის, ასევე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

„მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმისადმიმისასალმებელ სიტყვაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ეკონომიკის აღნიშნული წარმატება კანონმდებლებმა, ბიზნესმა, რეგულატორებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად იზეიმოს.

„მიმდინარე ეკონომიკური და გლობალური პროცესები საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით როგორც ერთპოლარული პოლიტიკური, ასევე ერთპოლარული ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის პროცესში. უკვე ნათელია, რომ იკვეთება ორი ან მეტი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. პირველია - ატლანტიკური სივრცე, სადაც უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია და მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც ჩინეთი ქმნის მიზიდულობის მნიშვნელოვან ცენტრს. ამასთან, იქმნება მცირე მიზიდულობის ცენტრები, როგორიც არის, მაგალითად, გალფის ქვეყნები. ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ამ ორ დიდ ცენტრს შორის დამაკავშირებელი, რაც თავისთავად, განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების განხილვას დაეთმო თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობდა.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესში გამოიკვეთა სტრატეგიული სექტორები, რომელიც შემდეგი 5-10 წლის პერსპექტივაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ ქვეყნის განვითარებისთვის. ლოგისტიკა და ტრანსპორტი წამყვანი მიმართულება იქნება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის 7.5%-ს შეადგენს და აქ შუა დერეფნის როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა. ევრაზიული ვაჭრობის მოცულობა, წლევანდელი მაჩვენებლით, უკვე 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ჩვენი გამტარუნარიანობა კი, ამჟამინდელი მდგომარეობით, 1 პროცენტამდეა. თუ ჩვენ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის 5%-მდე გაზრდას შევძლებთ, ეს უაღრესად დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ანაკლიის პორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის წინაპირობებს შექმნის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომავლის ეკონომიკაზე საუბრისას, შოთა ბერეკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორსა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან ცალკე გამოყო ტურიზმის სექტორი და დეველოპმენტი, რაც მისივე შეფასებით, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეკონომიკური მიმართულებების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საბანკო სექტორს ენიჭება.

„შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მდგრადი და დინამიურად განვითარებული ფინანსური სექტორი გვაქვს. ამ ყველაფერში ძალიან დიდია რეგულატორის როლი, რომელიც დაბალანსებულ პოლიტიკას ახორციელებს. აღსანიშნავია ჩვენი ბანკების კორპორატიული გამჭვირვალობა, დისციპლინა და მაღალი კორპორატიული კულტურა, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ბიზნესისთვის. საგულისხმო ნაბიჯი იყო, როდესაც „საქართველოს ბანკმა“ სომხეთში მნიშვნელოვანი საბანკო აქტივი შეიძინა და იქ დაიწყო ოპერირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა მდგრადია, მას ენდობიან და გარკვეული მიზიდულობის ცენტრიც ხდება რეგიონში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დიდ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, არ შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში საქართველო ცალკე გამოვყოთ, რადგან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთად ნამდვილად გვაქვს წარმატებული მიზიდულობის მინი ცენტრის შექმნის პოტენციალი. ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ საქართველო ლიდერია ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბიზნესის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.

„ბიზნესებისთვის კაპიტალზე წვდომის ძირითადი წყარო საკრედიტო რესურსია, თუმცა, ახლა უკვე დროა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის სხვა ბაზრების, მათ შორის, განსაკუთრებით - საფონდო ბირჟის განვითარება. ეს ინვესტორებს აძლევს საშუალებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ინვესტიციები განახორციელონ. მეორე მხრივ, ის საშუალებას მისცემს ბიზნესს, კაპიტალის მობილიზაცია შეძლონ არა მხოლოდ საკრედიტო რესურსით, არამედ პირდაპირი ინვესტიციებით. ჩვენი მიზანია, კანონმდებლობით ხელი შევუწყოთ კაპიტალის ბაზრების დივერსიფიკაციას და განვითარებას. მხოლოდ სესხი და ობლიგაციები არ წარმოადგენენ რესურს და არის სხვა ინსტრუმენტები, რომლების განვითარებაც აუცილებელია. საბანკო სექტორი ძალიან მდგრადი და სტაბილურია, თუმცა ვისურვებდი, კონკურენციის ხარისხი უფრო მაღალი იყოს. ამ მიმართულებით, კარგი იქნება ორის ნაცვლად სამი ან ოთხი დიდი და ძლიერი მოთამაშე გვყავდეს“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე

12.03.2026.19:20

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.

„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.

საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა