მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა - მარიამ ქვრივიშვილი
„მიმდინარე წლის პირველი 4 თვე საქართველოს ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, ეს მონაცემი არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში შესრულებული რეისების რაოდენობაც და ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა. „ეს დასტურია იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება. მიმდინარე წელს ჩვენს ავიაბაზარს ოთხი ახალი ავიაკომპანია (ბრიტიშ ეარვეისი, იზიჯეტი, ედელვაისი და ტრანსავია - ფრანსი) შემოემატა. ეს ნიშნავს გაზრდილ სიხშირეებს, წვდომას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც განაპირობებს მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ზრდას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა ვიხილოთ მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვა ავიაკომპანია „ეარ სერბია", რომელიც რეგულარული ფრენების შესრულებას თბილისისა და ბელრადის მიმართულებით დაიწყებს. „ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგების - ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შიდა ქართლში 650 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:26
"ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე საექსპორტო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორზე, რომლის საქართველოს ბაზარზე განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში". მისი თქმით, სააგენტო რამდენიმე წლია, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. „ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია. სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ინვესტორებისთვის საინტერესოა სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც საქართველო სთავაზობს," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ გაამახვილა ყურადღება IT სერვისების სფეროა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია საქმიანობს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ პროფესიული სერვისების ექსპორტის განმახორციელებელი გლობალური ტოპ კომპანიები. შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და რამდენიმე მილიარდიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელსაც საქართველო გლობალურ ბაზრებს აწვდის.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ფაქტორებზე, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე დღეს ეს ორი სფერო განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. „ესენია, საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს შევთავაზეთ; ასევე კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობა; ბიზნესის კეთების სიმარტივის გარემო და მთელი რიგი სხვა პარამეტრები, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს მიმზიდველობას სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისათვის, ამ შემთხვევაში, პროფესიული სერვისებისა და ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.