მიმდინარე წელს საქსტატი რამდენიმე ანალიტიკურ პორტალს ჩაუშვებს
მიმდინარე წელს საქსტატი რამდენიმე ანალიტიკურ პორტალს ჩაუშვებს, ამის შესახებ განცხადება საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქსტატი მომხმარებლებისთვის ინტერნეტით მონაცემების ხელმისაწვდომობას მუდმივად აფართოებს. გოგიტა თოდრაძის განმარტებით, გასულ წელს საქსტატის ვებგვერდი მილიონ 270 ათასმა უნიკალურმა ვიზიტორმა გამოიყენო.
„ჩვენი ამოცანა არის ჩვენს მიერ წარმოებული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ვავითარებთ სხვადასხვა სახის ინტერაქტიულ პლატფორმებს ვებგვერდზე და ფაქტიც სახეზეა, შედეგიც სახეზეა. ჩვენი ვებგვერდით, მაგალითად, გასულ წელს ისარგებლა მილიონ 270 ათასმა უნიკალურმა ვიზიტორმა და აღნიშნული მაჩვენებელი თუ დავაკვირდებით დინამიკაში მზარდია წლიდან წლამდე. ჩვენ არაერთი ინტერაქტიული პლატფორმა, დაახლოებით 27 ინტერაქტიული პლატფორმა შევთავაზეთ გასული წლების მანძილზე მომხმარებელს. ამჟამად ვმუშაობთ ფასების სტატისტიკის მიმართულებაზე და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ასევე ღირებული პროდუქტი ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის და ასევე, როგორც დავპირდით ჩვენს მომხმარებლებს, კიდევ რამდენიმე საინტერესო ანალიტიკურ პორტალს გავუშვებთ მიმდინარე წლის განმავლობაში“, - აღნიშნა თოდრაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს - გოგიტა თოდრაძე
13.03.2026.23:50
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს, რათა ოფიციალური სტატისტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს. უწყების ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტებზე ფოკუსირებული მიდგომის ნაცვლად პროცესებზე ორიენტირებული სისტემა უფრო შედეგიანია, რის მიხედვითაც უწყება მომავალ წლებში გარდაქმნებს საკუთარ მექანიზმებს.
„2026 წელს არსებული პრაქტიკიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ასევე ვგეგმავთ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ პროცესებზე ორიენტირებული სისტემის ფორმირებაში. ანუ დღევანდელი სისტემა, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, არის პროდუქტებზე ფოკუსირებული, დაფუძნებული, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით უკეთესი გახლავთ, ასე ვთქვათ, პროცესებზე ორიენტირებული სისტემა, რაზეც ვგეგმავთ გადავიდეთ მიმდინარე წლებში“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე,