მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

მიმდინარე წელს საქართველოში ფეიერვერკების იმპორტი მნიშვნელოვან შემცირებას აჩვენებს

news image

მიმდინარე წელს საქართველოში  ფეიერვერკების იმპორტი მნიშვნელოვან შემცირებას აჩვენებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 47.0 ტონა ფეიერვერკები იყიდა, რაშიც 211.7 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის 11 თვის სტატისტიკით ქვეყანაში ფეიერვერკების მაჩვენებელი ასეთია: 4 868.6 ათასი დოლარის ღირებულების 1 153.4 ტონა. ეს მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოში ფეიერვერკების იმპორტი (წონით)  96%-ით არის შემცირებული.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ფეიერვერკებს ყიდულობს:

  • ჩინეთი - 46.9 ტონა - 208.7 ათასი დოლარი;
  • გერმანია  - 0.2 ტონა - 3.0 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ სფეროებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა

22.12.2025.18:14

„საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც  მარიამ ქვრივიშვილმა  მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ერთად გამართა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დისკუსია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროების და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების ირგვლივ წარიმართა და  ისეთი საკვანძო სექტორები მოიცვა, როგორიცაა - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები. 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გავუსვა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.

„საქართველო მზადაა, გადადგას აუცილებელი მოსამზადებელი ნაბიჯები და წინ წაწიოს პროცესი სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. შევთანხმდით, რომ ამ პროცესის დაჩქარება პრიორიტეტია და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, კომისიის სხდომის ფორმატში სერბ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარების შესახებ, ასევე განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. 

„ჩვენ ასევე მივესალმებით სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პლატფორმა იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის. მომავალში სერბ პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ველით და, ასევე, კონკრეტული შედეგების მიღწევას ყველა პრიორიტეტულ სფეროში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა