მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა

news image
mbc image

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. 

საქართველოს პარლამენტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი

12.11.2026.12:10

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა. აღნიშნული სტატუსი საქართველოს საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
 
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი ნიკა თიკანაშვილი აცხადებს, IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მოპოვება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.
 
„IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მინიჭება შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოში დავნერგოთ საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამები, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ, სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოოთ სასწავლო და სპეციალიზებული კურსების რაოდენობა, დავაინტერესოთ დარგის სპეციალისტები, რომ საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება", - აცხადებს ნიკა თიკანაშვილი.
 
2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე დაინტერესებული პირები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა