მიკრომეწარმოების ახალი პროგრამა მიკრო და მცირე საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის - ირაკლი ნადარეიშვილი
„აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში ამოქმედდა, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამამ მიკრო და მცირე მეწარმეების დიდი დაინტერესება გამოიწვია - უკვე დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 13 მლნ ლარამდეა და დიდი ნაწილი რეგიონებზე მოდის. რაც შეეხება სექტორებს, სესხების უმრავლესობა ტურისტული განთავსებისა და სარესტორნო მომსახურებას მოიცავს. გარდა ამისა, სესხები გაცემულია ტანსაცმლის, ავეჯის, სხვადასხვა ხისა და კერამიკული ნაწარმის წარმოებასა და მომსახურების სექტორებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა და დეტალურად არის გაწერილი შესაბამის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში.
„დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელოვან შედეგებზე, რომელიც აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს საქართველოში - ეს არის დაახლოებით გასამმაგებული გამოშვება, 70%-ზე მეტით გაზრდილი პროდუქტიულობა და ბევრი სხვა დადებითი შედეგი, Რომელიც სახეზე გვაქვს ამ სექტორთან მიმართებაში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ყურადღება გაამახვილა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმართულ სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით ხორციელდება. ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე, როგორც კომპლექსურ მექანიზმზე, რომელიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის ბევრ კომპონენტს აერთიანებს. მისი თქმით, ახალი პროგრამა ბენეფიციარებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაუადვილებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებში პროგრამის ბენეფიციარებს დაეხმარებიან, როგორ განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყონ ახალი საქმიანობა. ამ სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს უწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.