მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4% - ირაკლი კობახიძე

news image

მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, როდესაც საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრობენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია, ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, ინტერესის შემთხვევაში მიგრაციასთან დაკავშირებით დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სხვა ინტერპელაციის ფარგლებში გაუზიაროს.

„რეალურად, საქსტატმა დაასრულა საყოველთაო აღწერის პროცესი, თუმცა ჯერ დასაზუსტებელია ჩაშლილი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ერთი, რაც განაცხადა დღემდე საქსტატმა, არის, რომ საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან მინიმუმ 93,4%. რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია. ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, უბრალოდ, მათი დიდი ნაწილის მოქალაქეობის საკითხი დასაზუსტებელია. რაც შეეხება გადანაწილებას, ძირითადი ინფორმაცია, რაც უხეშად შეგვიძლია გაგიზიაროთ, არის ის, რომ გვყავს დაახლოებით 37 ათასი სტუდენტი, აქედან უდიდესი უმრავლესობა არიან ინდოელები და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე ინტერპელაცია დავგეგმოთ. ასევე არის 25 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც შეიფარა ჩვენმა ქვეყანამ. არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და მათი წვლილიც არის იმაში, რომ საქართველოში ეს სექტორი განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ერთადერთი სფერო, სადაც გავამარტივეთ ბინადრობის ნებართვების აღება, არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ამ სექტორის განვითარებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უცხოელი მოქალაქეების ისეთი სეგმენტი, რომლებსაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის არავითარი პრობლემების შექმნა არ შეუძლიათ და ეს ყველაფერი არის დაზღვეული. თუ დეტალური ინფორმაცია იქნება საჭირო საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ცალკე ინტერპელაცია დავუთმოთ ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი, მხოლოდ სამედიცინო ნაწილში საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს მილიარდ 200 მილიონი ლარი იყო, რაც პატარა მაჩვენებელი არ არის და მზადყოფნა გამოთქვა, დეპუტატებს ამ თემაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Eagle Hills-ის პროექტი ითვალისწინებს როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას - ირაკლი კობახიძე

26.11.2025.14:06

Eagle Hills-ის პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის კრწანისის ტყე-პარკის მოწყობას,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სივრცეების, მათ შორის საგანმანათლებლო, სპორტული და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც წესი დეველოპერული პროექტი ითვალისწინებს კორპუსის აშენებას და ბინების გაყიდვას. ეს არ არის ამ კონკრეტული კომპანიის მიდგომა. ისინი განსხვავებულად უდგებიან ასეთი ტიპის პროექტებს, ისინი ავითარებენ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას. სწორედ ეს განაპირობებს შესაბამისი პროექტების მაღალ ხარისხს და ამან განაპირობა იგივე დუბაის ცნობილი სასწაული, აქ არ იყო საუბარი მხოლოდ კორპუსების მშენებლობაზე, ბინების გაყიდვაზე, მთლიანობაში განვითარდა სრულიად ახალი  სტანდარტის სივრცეები, უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის სივრცეები, მან შესძინა განსაკუთრებული მიმზიდველობა იმ სივრცეებს, რომლებიც განვითარდა სწორედ ამ კომპანიის მიერ სხვადასხვა ქალაქში. ასეთი სივრცეების მოწყობა, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული დატვირთვის მქონე სივრცეების მოწყობა არის გათვალისწინებული ამ პროექტის ფარგლებში. 

რაც შეეხება ხელშეკრულების ნაწილობრივ გასაჯაროებას, რეალურად ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ, რეალურად ყველა პრინციპული საკითხი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. თუმცა ჩვენი პროექტის ოპონენტები მაინც არ არიან ამით კმაყოფილი. არ ვიცი, როგორ შეიძლება შევქმნათ მათი კმაყოფილების უფრო მაღალი დონე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა