მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 15 წლისაა!

news image

15 წელია მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს ბარიდან მთაში გადაადგილებას უმარტივებს და მნიშვნელოვნად ეხმარება დროის დაზოგვაში.

აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 15 წლის წინ ერთდროულად დაიწყო და რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში - 3 თვეში დასრულდა. მდებარეობიდან გამომდინარე, აეროპორტი მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღებაზეა გათვლილი.

მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შიდა ტურიზმისა და განსაკუთრებით სვანეთის რეგიონის განვითარებაში. 2010 წლიდან დღემდე აეროპორტმა 86 300 მგზავრი მიიღო და მოემსახურა, რაც რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდაზე ნათლად მიუთითებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, მესტიის აეროპორტმა რეგიონში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა.

„მესტიის აეროპორტმა სვანეთის მოსახლეობისთვის რეალურად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება. გაჩნდა ახალი სასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორი. დღეს აეროპორტში მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან 20-მდე ადამიანი არის დასაქმებული. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ისინი უკვე 15 წელია, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ეწევიან“, — აცხადებს ლევან მოსეშვილი.

მისივე თქმით, თუ თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო გზით მგზავრობა დაახლოებით 8–9 საათს მოითხოვს, ნატახტრის აეროპორტიდან მესტიამდე ფრენა 50 წუთამდე გრძელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

„სვანეთი თავისი ბუნებრივი და კულტურული პოტენციალით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო, ხოლო საკუთარი აეროპორტის არსებობამ იგი ტურისტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახადა“,- აღნიშნავს ლევან მოსეშვილი.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მთავარი არქიტექტორი გერმანელი იურგენ მაიერ ჰერმანია. 2014 წელს მესტიის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი მსოფლიოს 10 ულამაზეს აეროპორტს შორის დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურ არქიტექტურასა და მნიშვნელობას.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 15 წლისაა!

27.12.2025.11:50

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა