მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

მესამე კვარტალში ოქროს ფასი 16.8%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

news image

2025 წლის მესამე კვარტალში ოქროს ფასი 16.8%-ით გაიზარდა, რაც უსაფრთხო აქტივზე მოთხოვნისა და მონეტარული მოლოდინების ცვლილების ერთობლიობით იყო განპირობებული. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-ის ცნობით, ოქროს ფასმა სექტემბრის ბოლოს $3,800/უნცია ბარიერი გადალახა და განაგრძო ზრდა ოქტომბრის დასაწყისში ისტორიულ მაქსიმუმამდე, რაც ერთ უნციაზე $4,000-ზე მეტი იყო. ამჟამად, ოქრო წლის დასაწყისიდან დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი - რეკორდული ზრდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.

უახლესი მთავარი კატალიზატორი იყო აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი. ინფლაციის ზეწოლის შემსუბუქებამ და დასაქმების ბაზრის შესუსტებამ ბაზარზე ფედის მიერ განაკვეთის კლების მოლოდინი გაზარდა. სექტემბრის შემცირების შემდეგ, ინვესტორები ახლა დამატებით 50 საბაზისო პუნქტიან კლებას ელიან წლის ბოლომდე (25 ოქტომბრის შეხვედრაზე, 25 დეკემბრის შეხვედრაზე), რამაც აშშ დოლარი სტაბილური კლების ციკლში გადაიყვანა (დოლარის ინდექსი იანვრიდან თითქმის 10%-ითაა შემცირებული). დასუსტებული დოლარი პირდაპირ ზრდის ოქროს მიმზიდველობას, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივა ძვირფას მეტალს უფრო მიმზიდველს ხდის სახაზინო ობლიგაციებთან შედარებით.

„გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ კიდევ უფრო გაზარდა ოქროს ფასი. აშშ-ში ოქტომბრის დასაწყისში მთავრობის ე.წ. „shutdown-მა“ და პოლიტიკურმა დაძაბულობამ (მათ შორის ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობის შესახებ დებატებმა) გამოიწვია უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდა. სხვა პოლიტიკურმა მოვლენებმა - როგორიცაა საფრანგეთის პრემიერის გადადგომა და იაპონიის ეკონომიკის რისკებმა - გაზარდა ინვესტორთა სიფრთხილე. შესაბამისად, ისინი ჰეჯირების საშუალებად ოქროს მიმართავენ.

მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ ბანკებს კვლავ აქვთ მძლავრი მოთხოვნა. განსაკუთრებით, ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, რომელმაც ივლისის ჩათვლით ზედიზედ ცხრა თვის განმავლობაში იყიდა ოქრო. World Gold Council-ის მონაცემებით, მრავალი ცენტრალური ბანკი გეგმავს მომავალ წლებში ოქროს წილის დამატებით ზრდას რეზერვებში. ოფიციალური სექტორის ამ შესყიდვებმა, ოქროზე დაფუძნებულ ETF-ებში მასშტაბურ შემოდინებებთან ერთად (უდიდესი ოქროს ETF-ის მარაგები 2025 წელს დაახლოებით 12%-ით გაიზარდა 2022 წლის შემდგომ ყველაზე მაღალ დონემდე), უზრუნველყო ოქროს ფასის ზრდის ფუნდამენტური მხარდაჭერა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

07.11.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა