მესამე კვარტალში ოქროს ფასი 16.8%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
2025 წლის მესამე კვარტალში ოქროს ფასი 16.8%-ით გაიზარდა, რაც უსაფრთხო აქტივზე მოთხოვნისა და მონეტარული მოლოდინების ცვლილების ერთობლიობით იყო განპირობებული. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ის ცნობით, ოქროს ფასმა სექტემბრის ბოლოს $3,800/უნცია ბარიერი გადალახა და განაგრძო ზრდა ოქტომბრის დასაწყისში ისტორიულ მაქსიმუმამდე, რაც ერთ უნციაზე $4,000-ზე მეტი იყო. ამჟამად, ოქრო წლის დასაწყისიდან დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი - რეკორდული ზრდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.
უახლესი მთავარი კატალიზატორი იყო აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი. ინფლაციის ზეწოლის შემსუბუქებამ და დასაქმების ბაზრის შესუსტებამ ბაზარზე ფედის მიერ განაკვეთის კლების მოლოდინი გაზარდა. სექტემბრის შემცირების შემდეგ, ინვესტორები ახლა დამატებით 50 საბაზისო პუნქტიან კლებას ელიან წლის ბოლომდე (25 ოქტომბრის შეხვედრაზე, 25 დეკემბრის შეხვედრაზე), რამაც აშშ დოლარი სტაბილური კლების ციკლში გადაიყვანა (დოლარის ინდექსი იანვრიდან თითქმის 10%-ითაა შემცირებული). დასუსტებული დოლარი პირდაპირ ზრდის ოქროს მიმზიდველობას, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივა ძვირფას მეტალს უფრო მიმზიდველს ხდის სახაზინო ობლიგაციებთან შედარებით.
„გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ კიდევ უფრო გაზარდა ოქროს ფასი. აშშ-ში ოქტომბრის დასაწყისში მთავრობის ე.წ. „shutdown-მა“ და პოლიტიკურმა დაძაბულობამ (მათ შორის ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობის შესახებ დებატებმა) გამოიწვია უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის ზრდა. სხვა პოლიტიკურმა მოვლენებმა - როგორიცაა საფრანგეთის პრემიერის გადადგომა და იაპონიის ეკონომიკის რისკებმა - გაზარდა ინვესტორთა სიფრთხილე. შესაბამისად, ისინი ჰეჯირების საშუალებად ოქროს მიმართავენ.
მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ ბანკებს კვლავ აქვთ მძლავრი მოთხოვნა. განსაკუთრებით, ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, რომელმაც ივლისის ჩათვლით ზედიზედ ცხრა თვის განმავლობაში იყიდა ოქრო. World Gold Council-ის მონაცემებით, მრავალი ცენტრალური ბანკი გეგმავს მომავალ წლებში ოქროს წილის დამატებით ზრდას რეზერვებში. ოფიციალური სექტორის ამ შესყიდვებმა, ოქროზე დაფუძნებულ ETF-ებში მასშტაბურ შემოდინებებთან ერთად (უდიდესი ოქროს ETF-ის მარაგები 2025 წელს დაახლოებით 12%-ით გაიზარდა 2022 წლის შემდგომ ყველაზე მაღალ დონემდე), უზრუნველყო ოქროს ფასის ზრდის ფუნდამენტური მხარდაჭერა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
საქართველომ იანვარ-თებერვალში $17.3 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა
03.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 0,4 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0,5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 20%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული თაფლის სულ ორ ბაზარზე გაიყიდა: