მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, ,,ნინოწმინდა“, ,,ვალე“, ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,ლაგოდეხი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 33 180 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.