მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

მიხარია, რომ ენერგეტიკა სახელმწიფოსთვის არის პირველ ადგილზე - გიორგი მარგებაძე

news image

დადგა დრო, როდესაც ენერგეტიკა სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა და განვითარების პირველ პლანზე წამოვიდა, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი იმას, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკის პრიორიტეტებში სწორედ ენერგეტიკა დასახელდა. 

გიორგი მარგებაძის თქმით, ენერგეტიკის პრიორიტეტად გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა დარგის სწრაფი განვითარებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

„პირველ რიგში ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიხარია, რომ ჩვენ გაგვითენდა ის დღე, როცა ენერგეტიკა სახელმწიფოსთვის არის პირველ ადგილზე.

რაც შეეხება უშუალოდ  ეკონომიკის განვითარების ბანკს, როდესაც მოვისმინე წარმოებაზე იყო საუბარი, რომ ეს ბანკი წარმოებებს წაახალისებდა.

ელექტროენერგია წარმოება არის -  ყველა პროდუქტში ეს იქნება  კარტოფილის წარმოება თუ არაქისის კარაქის წარმოება, თუ სხვა - აბსოლუტურად ყველგან არის ელექტროენერგიის წილი. რაც შეეხება ბანკის მოქმედებას, როგორ უნდა იფუნქციონიროს - ვიცით რომ სამწუხაროდ კომერციული ბანკებში ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და საიდანაც ბიზნესი ფინანსდება, საპროცენტო განაკვეთი ორნიშნა რიცხვებშია- 10, 11, 11.5% არის საპროცენტო განაკვეთი, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სომხეთში 6-7%-ია სახელმწიფოს სუბსიდირებით და გვერდში დგომით.

სომხეთში მივიღეთ აბსოლუტურად ათვისებული მთლიანი ჰიდრორესურსი და მზის სადგურების თვალსაზრისით, რომ გადავხედოთ დაახლოებით 400 მეგავატამდე სადგურები აქვთ აშენებული. პატარ-პატარა ნეტოებზე არ ვსაუბრობ, ინდუსტრიულ დიდ სადგურებზე მაქვს საუბარი. შესაბამისად რაღაცა უნდა გავიაზროთ, უნდა მივხვდეთ რომ პრობლემა გვაქვს ხომ?  ეს ბანკი - ასევე მოვისმინე, რომ სესხის ნაწილშიც ჩვეულებრივად ჩაერთვება.

უნდა იყოს დაბალი პროცენტები. ყველას ჰგონია რომ ჰიდროენერგეტიკით რაღაცა სასწაულ ფულს შოულობს ინვესტორი, რეალურად 7, 8 და 9 წლიან უკუგებაზე არის აქ საუბარი.  გრძელვადიანი ბიზნეს მოდელი აქვს ჰიდროენერგეტიკას, მზის ენერგეტიკას და ქარსაც“, - განმარტავს გიორგი მარგებაძე.

მისივე თქმით, რთულია დააინტერესო ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც დეველოპმენტსა თუ ვაჭრობაშია ჩართული, ჩადოს ინვესტიცია პროექტში, რომლის უკუგების პერიოდი 10-12 წელია, მაშინ როდესაც საქართველოს რეალობაში ინვესტორთა უმეტესობა ორიენტირებულია მოკლევადიან, 1-2 წლიან მოგებაზე.

„ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უკუგების პერიოდი შემცირდეს, რათა დარგმა მეტი მიმზიდველობა შეიძინოს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება - ინვესტორის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიერთების პრობლემა. აბსოლუტურად ყველა რეგიონში, ეს იქნება  სამცხე-ჯავახეთი რაჭა, გურია, ლეჩხუმი ზემო სვანეთი თუ ქვემო სვანეთი - ყველგან აბსოლუტურად ერთი და იგივე მიერთების პრობლემა არის.

ის 10 წლიანი გეგმა რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემას აქვს და უნდა მოხდეს ამ 10 წლიანი გეგმის შესრულება. ჩვენ დღეს ვიცით, რომ ელექტროსისტემას თანხები არა აქვს და არის დონორებზე დამოკიდებული - ეს იქნება EBRD, KFW თუ მსოფლიო ბანკი.

როდესაც ისინი სესხს გაძლევენ აქვთ თავიანთი სტანდარტები - მშენებელი უნდა იყოს კომპანია, რომელმაც ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე აქვს აშენებული გადამცემი ქსელები და ყოველთვის ძვირდება ეს პროცესი. აქედან გამომდინარე სსე-ს უნდა გაუჩნდეს საკუთარი სახსრები, რომ არ ელოდოს დავუშვათ 4 წელი პროექტირებას, შემდეგ ტენდერებს.

არაჩვეულებრივი საპროექტო ჯგუფები გვყავს. მათ შორის ელექტროსისტემას, არაჩვეულებრივი მშენებლები გვყავს. ელექტროხაზების მშენებლობას არაფერი არ უნდა რეალურად რა არის უმარტივესი საქმეა“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა