მარტში, თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს - რა წერია ანგარიშში
TBC Capital-ი მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანხმადაც 2026 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.
,,სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში მცირედით გაიზარდა. შემცირებული ზრდა მეტწილად ფართო რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და შესაბამის გაუქმებულ ფრენებს უკავშირდება. 2026 წლის მარტში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 29%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 33 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში, უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 9%-ით გაიზარდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ძლიერი ეკონომიკური პირობები კვლავ მხარს უჭერს ქართული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს - Fitch Ratings
22.04.2026.11:44
Fitch Ratings-მა სს „ტერაბანკის“ გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა. სარეიტინგი სააგენტოს შეფასებით, ტერაბანკის გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) განპირობებულია მისი დამოუკიდებელი პროფილით.
,,ძლიერი ეკონომიკური პირობები კვლავ აძლიერებს ქართული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, რომლებიც პოლიტიკურ დაძაბულობასთან მიმართებით მდგრადად რჩება. მიგრანტების შემოდინება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) და ტურიზმის ძლიერი სექტორები, ასევე საქართველოს გაზრდილი როლი ტრანზიტულ ვაჭრობაში, 2022–2024 წლებში რეალური მშპ-ს საშუალოდ 9.5%-მდე ზრდიდა. 2025 წელს ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო Fitch-ის პროგნოზით, 2026–2027 წლებში საშუალო ზრდა 5.2% იქნება”, - აღნიშნულია ანგარიშში.