მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ

news image

2026 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.8% -ით (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მარტში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 145.6 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 10.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მარტში აშშ-დან 10.9%-იანი, ხოლო ისრაელიდან 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად, 61.0 და 26.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მლნ აშშ დოლარი (99.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის მარტის (32.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5 % -ით მეტია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობები - სტატისტიკა

17.04.2026.13:00

საქართველოსა და ავსტრიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიაში 238.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 509.8 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 53,2%-ით არის შემცირებული. ორი თვის სტატისტიკით ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მცენარის სხვადასხვა ტიპის ნაყოფია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:

  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 79.2 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 71.5 ათასი დოლარი;
  • თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 69.9 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1.1 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიიდან 11 498.0 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 859.2 ათასი დოლარის. კლება 3,04%-ის დონეზეა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს:

  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1 732.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 966.3 ათასი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 830.7 ათასი დოლარი;
  • ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - 701.5 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 695.1 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა