მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია - ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ l ვახტანგ ცინცაძე

news image

საგარეო ვაჭრობის მიმდინარე მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აკეთებს.

მისივე თქმით, მარტის თვის ჭრილში, მიმდინარე წელს ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა.

„მარტში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტის თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტის მონაცემებიც რეკორდულია და კერძოდ, ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1 მილიარდ 700 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს მაჩვენებლები კი ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინზე მიუთითებს.

„აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ჩვენ ველოდებით, რომ ის მაჩვენებლები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ეკონომიკური ზრდის კუთხით ფიქსირდება იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც და საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმაზე გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტში ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 2,284.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტია. ამავე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით გაიზარდა და 5,862.1 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც - ვახტანგ ცინცაძე

14.04.2026.16:35

ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

„ატლანტიკურმა საბჭომ" თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება სწორ მიმართულებას აჩვენებს.

„ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო როგორც ინსტიტუციური, ისევე ეკონომიკური მიმართულებით, სწორად ვითარდება.

კეთილდღეობის ინდექსის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აღნიშნულს ხელს უწყობს, ის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რაც აღნიშნული ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

მისივე განმარტებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მატება და მიმზიდველი ბიზნესგარემო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე დადებითად მოქმედებს.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, მიმზიდველი ბიზნესგარემო პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები გააჩნია.

ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ის მაღალი ზრდის ტრაექტორია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდებოდა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა