მარტის ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია - Galt & Taggart-ის ეკონომისტი
მარტის ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ნარჩუნდება.
„2025 წლის მარტში საქართველოს რეალური მშპ 9.0%-ით გაიზარდა, თებერვლის 7.7%-იანი ზრდის შემდეგ, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა, ანუ ამ ეტაპზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ნარჩუნდება.
მოგეხსენებათ, 2025 წლის მარტში სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ამასთან ლარის კურსის გამყარების ტრენდი გაგრძელდა, რამაც სავარაუდოდ დადებითად იმოქმედა სამომხმარებლო განწყობებზე. ამასთან, მარტში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი მაღალ დონეზე შენარჩუნდა, წლიურად 17.9%-ით გაიზარდა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, რაც საინვესტიციო აქტივობის ნაწილს წარმოადგენს. დეტალურად, სამომხმარებლო და საინვესტიციო კომპონენტების კონტრიბუციას ეკონომიკურ ზრდაში დავინახავთ, როცა საქსტატი გამოაქვეყნებს პირველ კვარტლის მშპ-ის ანგარიშს დანახარჯების მეთოდით“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
საქსტატის მონაცემების თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.17:00
საქართველოში კრევეტების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 15.68 ათასი დოლარის ღირებულების 3.46 ტონა კრევეტები იყიდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 18.76 ტონა. შესაბამისად კრევეტების იმპორტი ქვეყანაში თითქმის 82%-ითაა შემცირებული.
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით საქართველომ კრევეტები სულ 3 ბაზრიდან იყიდა, თუმცა მისი იმპორტის 87% უკრაინაზე მოდის.
ქვეყნები, სადაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ საქართველოში კრევეტების იმპორტმა მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს საქართველომ 117.67 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 598.25 ათასი დოლარი გადაიხადა. 2025 წელს 2023 წელთან შედარებით კრევეტების იმპორტმა 19%-იანი ზრდა აჩვენა.