მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ავიაციისა და ტურიზმის, აგრეთვე ინვესტიციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებს.

აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, რასაც ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკა მიანიშნებს - 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით, ექსპორტი კი 27 პროცენტით გაიზარდა, მსგავსი დინამიკაა 2025 წლის პირველ ნახევარშიც - ბრუნვა 20 პროცენტით, ექსპორტი კი - 46 პროცენტითაა გაზრდილი. ამის მიუხედავად, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საქმიანი წრეების მეტი დაახლოება, მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი პროექტებისა და პლატფორმების შემუშავებაზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოში წარმოებას და გაზრდის სატრანზიტო და საექსპორტო შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უპირატესობის ათვისებაზე, რაც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით. კერძოდ, საქართველოში წარმოებული პროდუქტებისთვის 2.3 მლრდ. საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომა უზრუნველყოფილია თავისუფალი ვაჭრობის მეშვეობით, მათ შორისაა ევროკავშირის ბაზარიც, რის შესახებაც უზბეკეთის მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხორციელდება სამუშაო ვიზიტები, რომლის დროსაც განისაზღვრება სექტორები, სადაც შესაძლებელი იქნება ორმხრივი საწარმოების ამოქმედება.

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულიბს

25.07.2025.15:00

მიმდინარე წელს ქვეყანაში  კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 8.9 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 37.2 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-ივნისში კი ქვეყანაში 59.9 ტონა კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა. კლება 60%-ია.

2025 წლის 6 თვეში საქართველოში კრევეტების იმპორტი სულ სამი ბაზრიდან დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი უკრაინაა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:

  • უკრაინა - 8.0 ტონა - 30.8 ათასი დოლარი;
  • ბელარუსი - 0.8 ტონა - 4.9 ათასი დოლარი;
  • ბელგია - 0.2 ტონა - 1.6 ათასი დოლარი;

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოში 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განხორციელდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა