მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.7
-0.0048
flag
AZN 1.5786
-0.0011
flag
CNY 38.83
0.0047
flag
EUR 3.198
0.0123
flag
GBP 3.6682
0.0131
flag
KZT 54.57
0.0021
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.6838
-0.0018

მარიამ ქვრივიშვილმა „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე" ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პროცესში წყლის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პროცესში წყლის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე." როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის წყალს, როგორც რესურსს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არაერთი სექტორის განვითარების თვალსაზრისით.

„ჩვენ არც ისე ბევრი რესურსი გვაქვს, თუმცა, წყალი მათ შორის გამორჩეულია, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნის როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვათ ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, რომლის განუყოფელი ნაწილია წყალი, როგორც რესურსი. რა თქმა უნდა, გამორჩეული ინტერესია, რომ ქვეყანაში განვითარდეს ჰიდროელექტროსადგურები, რისთვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ წყლის რესურსების მიმართ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი" კომპანია Georgian Water and Power (GWP)-სა და მისი ინვესტორი, საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს ორგანიზებით ტარდება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და კერძო ოპერატორები.

პანელურ დისკუსიაში „წყლის სამთავრობო პოლიტიკა, პასუხისმგებლობა და მომავლის ხედვა" მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე, რომლის თანახმად, წყლის რესურსები ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობისკენ, მათ შორის წყლის სექტორში.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს განჭვრეტადი, გამჭვირვალე გარემო და ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორს ხელი შევუწყოთ, განავითარონ მათი ბიზნესსაქმიანობა, რადგან ძლიერი ბიზნესი ძლიერ ეკონომიკას ნიშნავს. ვფიქრობ, საქართველოში Aqualia-ს და Georgian Water and Power (GWP)-ის - ასეთი ძლიერი, რეპუტაბელური, გამოცდილების მქონე კომპანიების არსებობა მეტად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის წყლის სექტორს. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ დიდი გულისყურით მივუდგეთ თითოეულ მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებაში და ყველაფერი გავაკეთოთ ამ სექტორების განვითარებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა წყლის გამართული ინფრასტრუქტურის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომლის 50% უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიიმართა. „ეს პირდაპირ ნიშნავს უსაფრთხოებას, ზრუნვას ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას მოიცავს", - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმის მონაწილეებს ასევე გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მაჩვენებლები, დინამიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული წარმატება აქვს ამ თვალსაზრისით - 2021 – 2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, გასულ წელს კი ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო გარკვეული სექტორები, რომლებმაც აჩვენა უფრო მეტი ზრდა, მდგრადობა და სტაბილური განვითარება, მათ შორისაა ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და ავიაციის სექტორები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია და ქმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის სწორ განვითარებას, ახალ შესაძლებლობებს, ახალი დასაქმების ადგილებს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

10.02.2026.17:53

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ციფრული გარემოს ხელშეწყობა, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანხვედრაშია უსაფრთხოებასა და ნდობასთან. ჩვენი მიზანია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ინტერნეტი ემსახურება განათლებას, ინოვაციასა და ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები, დაცულნი არიან ონლაინ რისკებისგან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ITU-ს მხარდაჭერით მოამზადა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში და რეკომენდაციები", რომელიც ეფუძნება კვლევებს, გამოკითხვებსა და ანალიზს. „საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და ეს მაჩვენებელი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენი მიზანია, ბიზნესთან, ტექნიკურ საზოგადოებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშაოთ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები, რათა ინტერნეტი იყოს მხოლოდ განვითარებისკენ მიმართული რესურსი," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

„Safer Internet Day 2026" გლობალური ინიციატივაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით წელს მერვედ ჩატარდა. წელს „უსაფრთხო ინტერნეტის დღის სლოგანია „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა