მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

news image

სერბეთის რესპუბლიკაში  ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან იაგოდა ლაზარევიჩთან. მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს  ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებსა და ამ მიმართულებით მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე  მზაობას და ამის შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა დაკავშირებადობა ორ ქვეყანას შორის, რაც განსაკუთრებული სტიმულია როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის სექტორის კომუნიკაციის განვითარებისთვის.  მარიამ ქვრივიშვილმა სერბ კოლეგასთან დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებზე,  მათ შორის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და  ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი და  იაგოდა ლაზარევიჩი საქართველო -  სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომას გახსნიან, ასევე  ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.

ბელგრადში მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

22.12.2025.16:10

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიის გახსნით სიტყვაში მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მზარდ დინამიკაზე, ასევე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრა.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე". საქართველო მზად არის, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ორმხრივი ვაჭრობის მიმდინარე მოცულობა ჯერ კიდევ არ ასახავს სრულ პოტენციალს და აუცილებელია გავააქტიუროთ ძალისხმევა ამ ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, სწორი, დივერსიფიცირებლი ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების დახმარებით საქართველო ინარჩუნებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

„2021-2024 წლებში საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9,8% დააფიქსირა. წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საშუალო ეკონომიკური ზრდა 7,6% იყო", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სექტორული მიმართულებით, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

„საქართველო პოზიციონირებს როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი, ავითარებს ადამიანურ კაპიტალს, აუმჯობესებს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ახდენს მეტი ბიზნესის ინტეგრირებას გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის გახსნით სიტყვაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა