მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრ ავი დიხტერთან ორმხრივი ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობები განიხილ

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინვესტიციები, საერთაშორისო ავიაცია და სხვ.

ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის ზრდას - 2025 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში, ბრუნვა 41 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 57 პროცენტით გაიზარდა. ასევე პოზიტიური იყო ვაჭრობის დინამიკა 2024 წელსაც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, არსებობს ვაჭრობის მოცულობის ზრდის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართულებით. 

შეხვედრაზე ორმხრივი ვაჭრობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ინსტრუმენტად ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა დასახელდა. ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელის სახელმწიფოსთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის შესახებაც მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია.

ისრაელის მხარემ გამოხატა ინტერესი, ინვესტირება განხორციელდეს საქართველოს აგროსექტორში, რათა შეიქმნას საქართველოდან მიწოდების ჯაჭვი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მით უფრო ისეთ სურსათზე, რომელსაც ისრაელი თავად არ აწარმოებს. 

განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში. 2025 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა  36 პროცენტით გაიზარდა, ასევე გაზრდილია მგზავრთნაკადი ისრაელიდან - 28.1 პროცენტით.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.    

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას - ირაკლი კობახიძე

15.09.2025.20:01

ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

მთავრობის მეთაურის თქმით, არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.

„ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ. ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას. ფოთის პორტის შესახებ ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა