მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7029.9
0.0019
flag
AZN 1.617
-0.0003
flag
CNY 37.724
0.0123
flag
EUR 3.1354
-0.026
flag
GBP 3.6589
-0.0181
flag
KZT 52.99
-0.0003
flag
TRY 0.0718
-0.0001
flag
USD 2.7496
-0.0004

მარიამ ქვრივიშვილმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები გააცნო

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიბერალური საგადასახადო და საინვესტიციო გარემოს, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შესახებ, რომლებიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფენ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეფექტურ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით, საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით აღემატება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში ადგილი აქვს უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის დინამიკას, რაც ასევე სწორი და პრაგმატული და რაც მთავარია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მიმართული სამთავრობო პოლიტიკის შედეგია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ ტენდენციის მატარებელია ტურიზმის სექტორიც, რომლის განვითარებაც ქვეყანაში სტაბილურობაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ტურიზმის დარგის აღდგენის პროცესი პოსტპანდემიურ პერიოდში წარმატებით მიმდინარეობდა, რაც ოფიციალურ სტატისტიკაზეც აისახა - 2024 წელს საქართველოში 5,1 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ქვეყნის ეკონომიკამ კი დარგიდან 4,4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. „საქართველოს ტურიზმის სექტორი მდგრადად და დივერსიფიცირებულად ძლიერდება და მიმდინარე წელი როგორც ტურიზმის, ისე სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიისთვის ძალიან წარმატებული იქნება,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ფრენების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

24.04.2025

საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ფრენების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.
 
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა მზარდ ტენდენციას განაგრძობს. 2025 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქაერონავიგაცია ჯამურად მოემსახურა 65 531 ფრენას, რაც 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
 
განსაკუთრებით გამოიკვეთა ზრდა ტრანზიტული ფრენების მიმართულებით, რომლის მაჩვენებელმა 2025 წლის პირველ სამ თვეში 49 130 ფრენა შეადგინა, რაც 18%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
 
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 14 401 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც 15%-იანი ზრდაა 2024 წელთან შედარებით.
 
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC. (2 768), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (2 391) და DEUTSCHE LUFTANSA (1 791) იყენებენ, საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2025 წლის პირველ კვარტალში ისევ WIZZ AIR HUNGARY KFT(1 529), GEORGIAN AIRWAYS (1 185) და AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (918) დაფიქსირდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა