მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ კომპანიებთან დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, რეფორმებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთაც მთავრობა დარგის შემდგომი განვითარებისთვის იღებს.
„როგორც მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ღიაა დიალოგისთვის ბიზნესთან, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორთან და მზადაა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ყველა სტრატეგიულ საკითხში.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკული ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის ინიციატივის - ეკონომიკის განვითარების ბანკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა მომავალი საფინანსო ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროს კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხს საქართველოში - ლევან ვეფხვაძე
24.02.2026.18:50
„ეკონომიკის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მეტი ყურადღება დავუთმეთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხს საქართველოში. საქმე ისაა, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და მათი პროცენტული წილი ჰიდროსადგურებისაზე ბევრად მეტია, არადა ჰესი საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაში.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ორჯერ-სამჯერ მეტი დრო სჭირდება და ამდენჯერვე ძვირია, თუმცა მათ გაცილებით მაღალი დატვირთვის ფაქტორი აქვთ და ამის გათვალისწინებით უაღრესად მნიშვნელოვანია საერთო ჯამში ელექტრო სისტემისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავრობამ შემოგვთავაზა კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც შეგვეძლება ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გავაცნოთ ჩვენი პოზიცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც დარგის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც დადებითად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე,“ - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.