მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის მეცნიერებთან და ექსპერტებთან სექტორის განვითარების გეგმა განიხილა

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტს მოიცავს და აღნიშნა, რომ სტრატეგიის განხორციელების პროცესში აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებზე, რომელთა მიზანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და განაცხადა, რომ ამ მიზნით, 2036 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს.

მინისტრის განმარტებით, სტრატეგია ასევე მოიცავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია ელექტროსისტემის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასაც ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას ჰესები, რაც არსებითად შეცვლის სექტორის სტრუქტურას და გაზრდის ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია, რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მათი ხედვები პოლიტიკის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული მიმართულების დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა

18.04.2026.12:25

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იყო გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები, ინფლაციური ზეწოლა, გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო მიმდინარე გაურკვევლობებს ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებით ხვდება - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებული საგარეო პოზიციის ფონზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა, ხოლო ეკონომიკური აქტივობა სულ უფრო მეტად გადადის პროდუქტიულ სექტორებზე.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის სიფრთხილემ უზრუნველყო ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა, ხოლო საერთაშორისო რეზერვების ზრდამ და დოლარიზაციის შემცირებამ ეკონომიკის შოკებისადმი მდგრადობა გააძლიერა. ასევე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი იყენებს სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომას, რის საფუძველზეც ინფლაციური რისკები უკეთ იმართება.

საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა ასევე გამართეს შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორებთან, სადაც წარადგინეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ზრდის მდგრადობასა და სხვადასხვა სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის ძლიერი ბუფერები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა