მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და  ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიერო საქმიანობაში.

ამ დღეს საქართველოში 1999 წლიდან, სექტემბრის თვის ყოველ მეორე პარასკევს, აღვნიშნავთ და ამით ერთგვარად პატივს მივაგებთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. 1918 წელს, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გამოიცა პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის "საქართველოს ეკონომისტის" პირველი ნომერი.

დღეს საქართველო გამოირჩევა მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრებით, თბილისსა და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში წარმატებით ფუნქციონირებს სამეცნიერო ეკონომიკური კათედრები და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო ეკონომიკური პროგრამები. ამასთან, სახელმწიფო და საერთაშორისო სტიპენდიით მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ ეკონომიკურ დისციპლინებს ქართველი სტუდენტები.  

ჩემთვის, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვხელმძღვანელობ უწყებას, რომელსაც, კანონის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვებისა და მიზნების შემუშავება და განხორციელება ევალება და რომელიც ფარავს ეკონომიკური განვითარების მიმართულებების ფართო სპექტრს. ჩვენს სამინისტროში, ისევე როგორც მთლიანად საჯარო სექტორში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტები, ასევე მინდა გამოვყო ბიზნესსა და სამეცნიერო საზოგადოებაში დასაქმებული ეკონომისტები, რომლებსაც თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

დღეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს ეკონომისტებს ნამდვილად ბევრი სამუშაო გვაქვს სტრქუტურული რეფორმების განხორციელების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარების, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვისა თუ სავაჭრო ინტეგრაციის ზრდის მიმართულებით, რაც ასევე წარმოადგენს პატივსა და შესაძლებლობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საერთო საქმეში. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს," - ნათქვამია მილოცვაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია იმის გამო, რომ შევამციროთ ჰიპერპოპულაცია - ლაშა ავალიანი

13.03.2026.11:00

საქართველოში შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა განაცხადა, შესაბამისი რეგულაციები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება და მიზნად ისახავს როგორც პატრონიანი, ისე უპატრონო ცხოველების აღრიცხვას.

„გასულ წელს, ივლისის თვეში მიღებულ იქნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც არეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა საკითხებს ქვეყნის დონეზე. ნამდვილად დაგეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული შინაურ ბინადარ ცხოველთა ბედით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი: გარკვეული ნაწილისთვის ეს საშიშროებას წარმოადგენს, მათ ეშინიათ ამ ცხოველების. გარკვეული ნაწილისთვის, პირიქით, ეს არის სიყვარულის და მათი მოვლა-შენახვის შინაგანი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ეს კანონი სწორედ ორივე მათგანს არეგულირებს. საზოგადოების ორივე ნაწილი ერთმანეთს ვერ ეთანხმება ბუნებრივია, თუმცა თანხმდებიან ერთ ყველაზე მთავარ საკითხზე, რომ ქუჩაში ძაღლები და კატები არ უნდა იყოს. ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა იყოს, თუმცა დღევანდელი სამწუხარო არსებული მდგომარეობიდან სასურველ და საოცნებო მდგომარეობამდე ბევრი გზა არის გასავლელი. სწორედ ამ გზების გავლის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, აქტივობები არის დაგეგმილი არა კანონის, არამედ უკვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ანუ მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულების სახით, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ჩვენ აქამდე, 2012 წლიდან ეტაპობრივად განვახორციელეთ სხვადასხვა ცხოველების (ძირითადად ფერმის ცხოველებს ეხებოდა: ეს იყო მსხვილფეხა საქონელი, წვრილფეხა საქონელი, ღორი, ფუტკარი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, გვაქვს ნორმატიული აქტი - 483-ე მთავრობის დადგენილება, სადაც შედის ცვლილებები და ამას ემატება შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. მოკლედ რომ განვსაზღვროთ, რას მოიცავს ეს - ეს არის ქვეყნის მასშტაბით ადგენს წესებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და აი ეს არის მაიდენტიფიცირებელი საშუალებები, ამ შემთხვევაში მიკროჩიპი, ან საყურე ნიშანი. მიკროჩიპი ამ შემთხვევაში პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში განიხილება, ხოლო სატდე უკვე უპატრონო და მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება ჰუმანური მეთოდებით იგეგმება. ლაშა ავალიანის განცხადებით, ამისთვის პატრონიან და უპატრონო ცხოველებზე სტერილიზაცია-კასტრაციის ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება.

„ფოკუსი გვაქვს ჰიპერპოპულაციაზე, ანუ მომატებულ პოპულაციაზე და ჩვენ უნდა შევეცადოთ ყველამ - საზოგადოებამ, სახელმწიფომ, რომ ჰუმანური მეთოდებით ვმართოთ ჰიპერპოპულაცია. ამის მთელი რიგი საშუალებები არსებობს, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკით და ასევე ჩვენთანაც დაწყებულია არაერთი წელია. კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, საზოგადოება ბოლომდე შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ქუჩაში არსებული უპატრონო ცხოველები - ეს მხოლოდ უპატრონო ცხოველების გამრავლების შედეგი არ არის. ეს არის მათ შორის პატრონიანი ცხოველების მიერ მათი მიტოვების, გამოგდების, ვერ შენახვის და ბევრი-ბევრი მიზეზების გამო. ან დაუგეგმავი მაკეობის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საკითხი არის კომპლექსური და ჩვენ ორივე მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ: ერთი პატრონიან ცხოველებში და ამ მიმართულებით სტერილიზაცია-კასტრაციის საყოველთაო მოთხოვნები უნდა შეიქმნას იმ გარკვეული გამონაკლისებით, რომელიც არის დაშვებული კანონის მიხედვით და ასევე უნდა ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია იმის გამო, რომ შევამციროთ ჰიპერპოპულაცია.

ჰიპერპოპულაციის შემცირება და პოპულაციის ეტაპობრივი და პირველი სამი წელი მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა იყოს და ესეც არის გათვალისწინებული, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გარდამტეხი, ასე ვთქვათ, მომენტი შევქმნათ და წამოვიყვანოთ პოპულაცია შემცირებისკენ. რაღაცა პერიოდის შემდგომ უკვე უფრო ადვილი იქნება ამ ცხოველებისთვის პატრონების მოძებნა მასიურად და მივიდეთ იმ სანუკვარ შედეგამდე, რომელიც იქნება, რომ გარეთ, ქუჩაში უპატრონო ცხოველი არ იქნება“, - აღნიშნავს ლაშა ავალიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა