მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა პეკინში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის საკითხები განიხილეს

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. ითქვა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა. აღინიშნა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 55%-ით გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ვაჭრობის კუთხით მესამე, ხოლო ექსპორტის მიმართულებით პირველი პარტნიორი ქვეყანაა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოდან საექსპორტო პროდუქტების ჩინურ ბაზარზე განთავსებისა და ამ კუთხით ხელშეწყობის საკითხები მრავალმხრივი ასევე ორმხრივი ღონისძიებების მეშვეობით. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქტების კონკუნერტუნარიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე ჩინური ბაზრისთვის.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჩინეთიდან მეტი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და ჩინელი ინვესტორების ინტერესზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, გაზის და ნავთობის მოპოვების მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილისა და ვანგ ვენთაოს შეხვედრაზე განხილვის თემა იყო ასევე ტურიზმი. აღინიშნა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება, ასევე უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, რომელიც 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორი ჩინური ავიაკომპანია კვირაში 10 სიხშირით ოპერირებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ - მარიამ ქვრივიშვილი

22.04.2026.18:02

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა ვანგ ვენთაომ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას.

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციების და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცის და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა