მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან მიმდინარე მსხვილი პროექტები განიხილა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, მიმდინარე და სამომავლო პროექტები ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიის განახლების საჭიროებას და ამ მხრივ, აზიის განვითარების ბანკთან პოტენციურ თანამშრომლობაზე, აგრეთვე ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება - ხელშეწყობას და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგებში. მათ შორის, საუბარი შეეხო ვაზიანში, თბილისის ახალი აეროპორტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს, აგრეთვე ტურიზმის სტრატეგიის 2035-ის შემუშავებას, რომლითაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმა განისაზღვრება.

შეხვედრაზე კიდევ ერთი პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის მხარდაჭერა დასახელდა.

საუბარი ასევე წარიმართა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის საიუბილეო მეხუთე ღონისძიება 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ბანკი ფორუმის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ინგმინ იანგი  მიიღებს. 

შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა

17.10.2025.19:00


2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2  ტონის დონეზე იყო. შესაბამისად  ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 510 695.9 ტონა;
  • რუმინეთი - 211 349.1 ტონა;
  • ბულგარეთი - 170 843.0 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 72 953.6 ტონა;
  • თურქეთი - 59 326.9 ტონა;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა