მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.5
-0.0037
flag
AZN 1.5797
-0.0008
flag
CNY 38.783
0.006
flag
EUR 3.1857
0.0169
flag
GBP 3.6551
0.0075
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0616
0
flag
USD 2.6856
-0.0014

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ახალი უწყება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი იქმნება

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახალ რეფორმაზე ისაუბრა - მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდეს არსებული სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე გამსხვილებულ ახალ საჯარო უწყებას შეერწყმება.

„ჩვენ მზად ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა, აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.

„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის - ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს გამოწვევები აქვთ, სახელმწიფო გვერდში დაუდგეს - იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის აღნიშნული რეფორმის დადგენილება და სულ რამდენიმე დღეში მოხდება პროცესის საჯაროდ და ფორმალურად დაძვრა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გეგმა-გრაფიკის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ღია ეკონომიკური ჩარჩო, მზარდი რეგიონული ჰაბის როლი ევროპასა და აზიას შორის ქმნის ფართო შესაძლებლობებს იტალიასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ელჩი

10.02.2026.11:25

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ღია ეკონომიკური ჩარჩო და მისი მზარდი რეგიონული ჰაბის როლი ევროპასა და აზიას შორის ქმნის ფართო შესაძლებლობებს იტალიის ჩართულობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა,

ელჩმა დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების დიდი პოტენციალია. 

„იტალია სტაბილურად რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს იტალია ევროკავშირის დონეზე მე-3 ადგილზე იყო, გერმანიის და ბულგარეთის შემდეგ, ხოლო საქართველოს მიმართულებით ექსპორტის კუთხით მე-2 ადგილი დაიკავა, კვლავაც გერმანიის შემდეგ.

ექსპორტის სტრუქტურაში, იტალიის ძლიერი სამრეწველო და საწარმოო პროფილიდან გამომდინარე, მანქანა-დანადგარები ორმხრივი ვაჭრობის ძირითად საყრდენს წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების ექსპორტის ზრდა 16.4 მილიონი ევროდან 20.6 მილიონ ევრომდე (+25.3%), მაშინ როდესაც სტანდარტული და ზოგადი დანიშნულების მანქანა-დანადგარების ექსპორტი შემცირდა (შესაბამისად -20.2% და -30.3%). ეს მიანიშნებს უფრო სპეციალიზებულ, პროექტებზე ორიენტირებულ აღჭურვილობაზე გადასვლაზე.

2025 წლის გამორჩეულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ავტომობილების ექსპორტის მკვეთრი ზრდა (+285.2%). ეს ზრდა, სავარაუდოდ, ასახავს არამხოლოდ საქართველოს მზარდ როლს როგორც რეექსპორტის, ლოგისტიკისა და დისტრიბუციის ჰაბს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისთვის, არამედ მოთხოვნის გაძლიერებას და, შესაძლოა, ახალი კომერციული ან ასამბლეის არხების ჩამოყალიბებას. გემებისა და ნავების ექსპორტმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - პრაქტიკულად ნულოვანი დონიდან 12.8 მილიონ ევრომდე, რაც ადასტურებს მაღალი ღირებულების, ერთჯერადი სამრეწველო და სატრანსპორტო პროექტების წინსვლას.

აგროსასურსათო და ფარმაცევტული პროდუქცია კვლავ რჩება ორმხრივი ვაჭრობის სტრუქტურულად მნიშვნელოვან კომპონენტებად, მიუხედავად ზომიერი შემცირებისა (შესაბამისად -5.3% და -11.9%).

იტალიური ტრადიციული სამომხმარებლო სექტორები უფრო შერეულ დინამიკას აჩვენებს, რაც შესაძლოა ციკლური მოთხოვნის კორექტირებას უკავშირდებოდეს. კოსმეტიკისა და პირადი მოვლის საშუალებების ექსპორტმა ზრდა გააგრძელა 20.7 მილიონი ევროდან 22.6 მილიონ ევრომდე (+9.1%), რაც მიუთითებს იტალიური ცხოვრების სტილისა და ხარისხიანი პროდუქციის მიმართ მდგრად მოთხოვნაზე. ამასთან, ტანსაცმლის ექსპორტი შემცირდა  32.3 მილიონი ევროდან 29.0 მილიონ ევრომდე (-10.3%), ხოლო ფეხსაცმლის ექსპორტი შედარებით სტაბილურად დარჩა, დაახლოებით 13.3 მილიონ ევროზე (-2.4%). ავეჯის ექსპორტი ზომიერად შემცირდა და 15.3 მილიონ ევროს (-7.2%) შეადგინა, რაც შესაძლოა ფასების მიმართ მგრძნობელობასა და სუსტ დისკრეციულ მოხმარებას უკავშირდებოდეს.

თუმცა პოტენციალი გაცილებით მეტია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ღია ეკონომიკური ჩარჩო და მისი მზარდი რეგიონული ჰაბის როლი ევროპასა და აზიას შორის ქმნის ფართო შესაძლებლობებს იტალიის ჩართულობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ავტომობილების წარმოება, სპეციალიზებული მრეწველობა, სამრეწველო პროექტები, განახლებადი ენერგია, სამშენებლო მასალები, აგროპროცესები და ლოგისტიკური მომსახურებები.

შედეგად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა თანდათან უფრო ინტეგრირებულ მოდელად ვითარდება, რომელიც აერთიანებს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და სამრეწველო თანამშრომლობას“, - აღნიშნა მასიმილიანო დ'ანტუონომ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა