მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

მარიამ ქვრივიშვილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელურ დისკუსიებზე სიტყვით წარსდგება

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 22-23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. 

მინისტრი „შუა დერეფნის" სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის ეკონომიკურ გავლენაზე ისაუბრებს, ფოკუსი კი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე გაკეთდება. მარიამ ქვრივიშვილი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაზე.  

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პატრონაჟით ჩატარდება, 2000-მდე დელეგატი დაესწრება.  მათ შორის, სახელმწიფოების მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და მედიის წარმომადგენლები.   ათწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად საქართველო თბილისის ფინანსურ სამიტს სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN), ერთად უმასპინძლებს. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 2015 წელს ჩატარდა და უკვე ათ წელზე მეტია წამყვან საერთაშორისო ღონისძიებად იქცა, რომელიც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების სტრატეგიულ დისკუსიებს უწყობს ხელს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

07.11.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა